4.8. პრეზენტაციის დიზაინის შაბლონი და ფერადი სქემა

პრეზენტაციის დიზაინის შაბლონის შესაცვლელად შეასრულეთ შემდეგი მოქმედებები:

1.      გახსენით პრეზენტაცია - Gegma.ppt. ფორმატირების მენიუში ამოირჩიეთ ბრძანება Format > Slide Design  (სლაიდის გაფორმება). ფანჯრის მარჯვენა მხარეს გამოჩნდება პატარა ფანჯარა Slide Design (სლაიდის დიზაინი) სამი პარამეტრით. დააწკაპუნეთ Design Templates (გაფორმების შაბლონები) პუნქტზე.  ფანჯარაში Apply a design template (გაფორმების შაბლონების გამოიყენება) გამოჩნდება სხვადასხვა შაბლონი, რომელთაგანაც ამოირჩევთ სასურველს. ყოველი შაბლონის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს ფერთა სქემა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პრეზენტაციის ცალკეული ელემენტების ფერთა შეცვლა;

2.      ზემოთ აღწერილი მეთოდით ამოირჩიეთ სლაიდი ან სლაიდები, რომელთა ფერთა შეცვლა გსურთ. სლაიდის დიზაინის ფანჯარაში დააწკაპუნეთ პუნქტზე Color Schemes. ფანჯარაში Apply a color scheme გამოჩნდება სტანდარტულ ფერთა სქემები/სურ. 4.15/;

3.      ერთ-ერთთან მიიტანეთ მაჩვენებელი და მარჯვნივ გამოჩენილ სამკუთხედზე მოქმედებით გამოვა მენიუ, სადაც მიუთითეთ, რომ გამოყენებულ იქნეს Apply to Selected Slides (გამოყოფილი სლაიდებისათვის) და ყურადღება მიაქციეთ პრეზენტაციის ფანჯარაში გამოყოფილი სლაიდების ფერთა ცვლილებას. თუ თქვენ გადაწყვიტეთ ყველა სლაიდების ფერთა გამის შეცვლა, მაშინ გაააქტიურეთ პუნქტი Apply to All Slides (გამოვიყენოთ ყველა სლაიდისათვის).

 სურ. 4.15. სლაიდების ფერთა სქემები