4.5. სლაიდების რეჟიმი

სურვილის შესაბამისად შეიძლება შეცვალოთ უკვე შექმნილი სლაიდის გაფორმების სტრუქტურა, ან ჩაემატოს ახალი სლაიდი.

სლაიდის სტრუქტურის შეცვლა შემდეგნაირად ხდება:

1.     გაააქტიურეთ მეორე სლაიდი და სლაიდის განლაგების სტრუქტურის ფანჯარაში აირჩიეთ სასურველი განლაგება. მაგალითად, 2 Column Text (ტექსტი 2 სვეტად) პრეზენტაციის ველში გამოჩენილ ჩარჩოში შეიტანეთ დამატებითი მარკირებული ტექსტი: გამოცდილება", მარკეტინგი" და შესაბამისი საზღვარგარეთული ფირმები.

2.    აირჩიეთ მენიუში ბრძანებები: Insert (ჩასმა), Text Box  და მარკირებული ტექსტის ჩარჩო გაზარდეთ ისე, რომ ჩაეტიოს ტექსტი ჩატარების ვადა 2007 წლის 25 მაისიდან 5 აპრილამდე". ტექსტის სასურველ ადგილზე განლაგებისათვის დააწკაპუნეთ დაფორმატების პანელზე განლაგებულ პიქტოგრამებზე: Aling Left, Center, Aling Right. ამ სლაიდის საბოლოო სახე მოცემულია სურ. 4.8-ზე.

ამ რეჟიმში სლაიდიდან სლაიდზე გადასვლა ხდება ფანჯრის მარჯვნივ განლაგებული ვერტიკალური ისრების საშუალებით. თუ აღებული მასშტაბი არ იძლევა საშუალებას, დაინახოთ მთელი სლაიდი, მაშინ ღილაკებითა და გადაადგილების ოთხივე ისრით შეიძლება მოახდინოთ ჩვენება როგორც ერთი სლაიდის, აგრეთვე პრეზენტაციის ყველა სლაიდების ფარგლებში. წინამდებარე ან მომდევნო სლაიდზე სწრაფად გადასასვლელად გამოიყენეთ ღილაკები Next Slide (შემდეგი სლაიდი) და Prevous Slide (წინმდებარე სლაიდი) ან კლავიატურის ღილაკები Page Down da Page Up.

  სურ. 4.8. მეორე სლაიდის შეცვლილი სახე