4.4. მომხსენებლის მინიშნებები

მინიშნებების მიზანია გაუადვილოს მომხსენებელს  აუდიტორიის წინაშე გამოსვლა. მინიშნებების (ჩანაწერების) გვერდზე ყოველთვის არის ორი ობიექტი გვერდის ზედა მხარეს თვით სლაიდი და ქვედა მხარეს მინიშნებები. პრეზენტაციის მსვლელობის დროს ეს ჩანაწერები არ ჩანს ეკრანზე, ისინი არ გამოიტანება ბეჭდვაზე სლაიდთან ერთად. ლოკალურ ქსელში ელექტრონული პრეზენტაციის მსვლელობის დროს მომხსენებელს შეუძლია წაიკითხოს ჩანაწერები თავისი კომპიუტერის ეკრანზე. აგრეთვე ეს გვერდები შეიძლება ცალკე ამოიბეჭდოს და მოხსენების დროს იქნეს გამოყენებული.

იმისათვის, რომ დაამატოთ მინიშნებების ტექსტი, შეასრულეთ შემდეგი პროცედურები:

1.      პრეზენტაციის ფანჯრის ქვედა მარჯვენა მხარეს გაააქტიურეთ Click to add notes (სლაიდზე მინიშნებები) და  შეიტანეთ ტექსტი;

2.      მინიშნებების გვერდის მთლიანად დასანახად მენიუს სტრიქონზე მენიუში View (სახე) ამოირჩიეთ ბრძანება Notes Page (მინიშნების გვერდები). ჩაირთვება ამ გვერდის რეჟიმი/სურ. 4.7/. 

სურ.4.7 სლაიდი მინიშნების გვერდის დათვალიერების რეჟიმში

3.      აირჩიეთ ბრძანება View > Normal (სახე > ჩვეულებრივი) და დაბრუნდით დათვალიერების ნორმალურ რეჟიმში.

4.      ჩაწერეთ საჭირო ტექსტი მინიშნებების ველში. ინსტრუმენტების პანელზე დააწკაპუნეთ ღილაკზე  Save  და სურვილის შემთხვევაში გამოდით პროგრამიდან.