4.2. სლაიდების დათვალიერების ჩვეულებრივი რეჟიმი

პროგრამა უზრუნველყოფს პრეზენტაციის შექმნას ძალიან დიდი რაოდენობის სლაიდებით. ასეთი დიდი მოცულობის ინფორმაციის მართვისათვის იგი გვთავაზობს დათვალიერების რამდენიმე რეჟიმს:

1.      Normal View (ჩვეულებრივი დათვალიერების რეჟიმი) – აქ გაერთიანებულია სლაიდების, სტრუქტურებისა და შენიშვნების რეჟიმები;

2.      Slide Sorter View (სლაიდების დამხარისხებელი) – ამ რეჟიმში ხდება დათვალიერების ფანჯარაში თანაბრად განლაგებული ყველა სლაიდის მინიატურების დემონსტრაცია;

3.      Slide View (სლაიდები) – მოხერხებულად ხდება ცალკეული სლაიდების კონსტრუირება და კორექტირება;

4.      Outline View (სტრუქტურა) – ამ რეჟიმში გამოიტანება პრეზენტაციის ტექსტური შინაარსი და შეიძლება ტექსტის შეტანა და რედაქტირება;

5.      Notes Page View (მინიშნებების გვერდები) – ამ რეჟიმში ხორციელდება მინიშნებების შექმნა, რაც ეხმარება მომხსენებელს პრეზენტაციის წარმართვაში.

პირველი ორი რეჟიმისათვის ერთიდან მეორეში გადართვა, აგრეთვე სლაიდების დათვალიერებაზე გაშვება ხდება პრეზენტაციის ფანჯრის ქვედა მარცხენა კუთხეში მოთავსებული სამი ღილაკიდან ერთ-ერთზე დაწკაპუნებით. ხოლო ზემოთ მოთავსებული ორი ღილაკით შეიძლება გადართვა სლაიდების რეჟიმიდან სტრუქტურაზე და პირიქით.  მინიშნებების გვერდზე გადართვა შეიძლება მენიუდან  View > Notes Page  (სახე > მინიშნების გვერდები).

·        თანმიმდევრობით დააწკაპუნეთ მითითებულ ღილაკებზე და ყურადღება მიაქციეთ პრეზენტაციის დათვალიერების რეჟიმებს;

·        დააწკაპუნეთ ფანჯრის ზემოთ მდებარე შუა ღილაკზე, რომ დაბრუნდეთ ჩვეულებრივ რეჟიმში;

·        ფანჯრის ცალკეული უბნების ზომები ჩვეულებრივ რეჟიმში შეიძლება შეცვალოთ, თუ მაჩვენებელს მიიყვანთ მათ საზღვართან და  როცა ის მიიღებს ორმაგი ისრის ფორმას, გადააადგილებთ შესაბამისი მიმართულებით.