2.2 Web-გვერდის შექმნა

Web-გვერდის სტრუქტურის გარდა, თვით Web-გვერდის დამუშავებაა საჭირო, რომელიც წარმოადგენს ნებისმიერი Web-კვანძის საფუძველს. FrontPage-ის შემადგენლობაში შედის Web-გვერდის რედაქტორი. FrontPage-ის რედაქტორი ძალიან ჰგავს Word-ს. Web-გვერდის საფუძველია ტექსტი. შესაძლებელია ტექსტის დაყოფა აბზაცებად, გაფორმება მარკირებული ან დანომრილი სიებით, ცხრილებით და სხვა.