2.2.6. სანიშნების გაკეთება

სანიშნების დანიშნულებაა ჰიპერგადასვლების ფორმირება კონკრეტული Web-გვერდის გარკვეულ წერტილში, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს გადაფურცლოს გვერდები და აღმოჩნდეს დოკუმენტის საჭირო ადგილას. დოკუმენტის სანიშნების მიხედვით ჰიპერგადასვლების გასაკეთებლად:

1.      მიეცით ბრძანება View > Folder List;

2.      ორჯერ დააწკაპუნეთ ფაილის prod04.htm-ის პიქტოგრამაზე;

3.      გადაფურცლეთ Web-გვერდი ბოლომდე ქვევით და დააწკაპუნეთ სიტყვა Phone-ს დასაწყისში;

4.      მიეცით ბრძანება Insert > Bookmark;

5.      ფანჯრის ველში Bookmark Name ჩაწერეთ end_of_page. /სურ. 2.32/;

 სურ. 2.32.  სანიშნის დამატება

6.      დააწკაპუნეთ ღილაკზე ОК;

7.      დახურეთ ფაილი prod04.htm. გვერდზე მილები" დაუმატეთ გადასვლა, რომელიც მიუთითებს შექმნილ სანიშნზე;

8.      შეიტანეთ გვერდ მილების" ბოლოს ფრაზა მიაქციეთ ყურადღება ჩვენს იაფ ლურსმნებს’’;

9.      მონიშნეთ სიტყვა ლურსმნები",  დააწკაპუნეთ მასზე თაგუნას მარჯვენა ღილაკით და მიეცით ბრძანება Hiperlink;

10.  გაღებულ დიალოგურ ფანჯარაში დააწკაპუნეთ ფაილის prod04.htm პიქტოგრამაზე. იმავე ფანჯარაში დააწკაპუნეთ ღილაკზე Bookmark. გამოვა დიალოგური ფანჯარა Select Place in Document. დააწკაპუნეთ Bookmark name-ზე, შემდეგ ღილაკზე ОК. ველში მისამართი" ფანჯარაში ჰიპერგადასვლის დამატება" შეტანილი იქნება სახელი prod04.htm#end_of_Page /სურ. 2.33./. 

  სურ. 2.33. სანიშნზე მითითება