2.2.5. გვერდის ფონი

გვერდის ფონის შესარჩევად შეასრულეთ შემდეგი ნაბიჯები:

1.      მიეცით ბრძანება Fოrmat> Theme. გამოვა სია თემებით, რომელშიც მონიშნულია ნიშნაკები:  Background Picture, Active graphics (გრაფიკა). სტრიქონზე Create new theme.... დაწკაპუნების შემდეგ გამოვა დიალოგური ფანჯარა, რომელშიც დააწკაპუნეთ ღილაკზე Graphics. გამოვა დიალოგური ფანჯარა;

2.      დიალოგურ ფანჯარაში დააწკაპუნეთ ღილაკზე Browse/სურ. 2.23./;

3.      ფანჯარაში Open გახსენით საქაღალდე Office XP\OfficelO\Bitmaps\Styles და ორჯერ დააწკაპუნეთ ფაილის პიქტოგრამაზე acblends.gif;

4.      დააწკაპუნეთ ღილაკზე ОК, გადადით დიალოგურ ფანჯარაში Theme. ფანჯარაში Sample of Theme დაათვალიერეთ ცვლილებების შედეგი;

5.       დარწმუნდით, რომ გადამრთველი Apply Theme to დაყენებულია არჩეული გვერდების მიმართ, და დააწკაპუნეთ ღილაკზე ОК.  Web-გვერდს ექნება შემდეგი  სახე/სურ. 2.30./.

სურ. 2. 30. გვერდის ფონის შეცვლა

 

სურ. 2.31. Web-გვერდი სურათით და შეცვლილი ფონით

დააწკაპუნეთ გვერდზე მარჯვენა ღილაკით და კონტექსტურ მენიუდან მიეცით ბრძანება Page Properties. გამოვა დიალოგური ფანჯარა, რომელშიც მონიშნეთ ჩანართი General. ველში Title შეიტანეთ ტექსტი "მილები კომპანია ჰერკულესისაგან’’. ამ გვერდის ჩართვისას ეს ტექსტი გამოჩნდება ბრაუზერის ფანჯრის სათაურის ზოლში. დააწკაპუნეთ ღილაკზე ОК.

თუ გვერდისთვის თემა  არ არის შერჩეული, ფონის შეცვლა შეიძლება ბრძანებით Format > Background. გამოსულ ფანჯარაში მონიშნეთ ნიშნაკი Background Picture და დააწკაპუნეთ ღილაკზე Browse. გამოვა დიალოგური ფანჯარა Select Background Pictures, რომელშიც აირჩევთ ფაილს გაფართოებით GIF.