2.2.4. ჰიპერკავშირები

 Web-კვანძის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო ხდება დამატებითი გადასვლების შეტანა ან არსებულის შეცვლა.

ვთქვათ, არ გსურთ გვერდზე ,,მილები’’ ფასების მითითება, არამედ გინდათ დამატებით გვერდზე მათი შეტანა, რისთვისაც საჭიროა სათანადო გადასვლის გაკეთება. ვთქვათ, უმატებთ მენეჯერის ელექტრონული ფოსტის მისამართს და კიდევ საქონლის ფირმის სრულ ცნობარს. Web-გვერდის მოდიფიკაციის მიზნით:

1.      მონიშნეთ აბზაცი ,,ფასები’’;

2.      შეიტანეთ ტექსტი ,,დაბალი ფასები. მუდმივი კლიენტებისათვის ათვალისწინებულია ფასდაკლება’’;

3.      დაფორმატების პანელზე Style მიეცით Normal, რათა შეცვალოთ სათაურებისთვის ჩვეული შრიფტი;

4.      დააჭირეთ კლავიშზე Enter და აკრიფეთ ტექსტი: ,,დამატებითი ინფორმაცია მილების შესახებ შეგიძლია მიიღოთ ცნობარში ან მენეჯერთან მისამართით info@hercules .com”. დააჭირეთ ღილაკზე Enter;

5.      წაშალეთ ტექსტი, რომელიც მოთავსებულია ამ წინადადების ქვევით. მონიშნეთ ისინი და წაშალეთ კლავიშზე Delete დაწკაპუნებით;

6.      მიეცით ბრძანება View > Task Pane. გამოსულ ანჯარაში პუნქტში New დააწკაპუნეთ  Blank Page-ზე.  FrontPage-ის ფანჯარაში გამოვა ახალი გვერდი;

7.      დააწკაპუნეთ ღილაკზე Save ინსტრუმენტულ პანელზე Standard. გამოვა დიალოგური ფანჯარა Save As, რომლიველში File name ჩაწერეთ  გვერდის სახელი рriсе01.htm და დააწკაპუნეთ ღილაკზე Save;                          

სურ. 2.28. ჰიპერგადასვლის დაყენება

8.     დაბრუნდით გვერდზე prod0l.htm. მონიშნეთ სიტყვა ,,ფასი’’, დააწკაპუნეთ მასზე თაგუნას მარჯვენა ღილაკით და მონიშნეთ სტრიქონი Hyperlink. გამოვა დიალოგური ფანჯარა Insert Hyperlink, რომლის ველში Text to display, ნაწილში Link to ჩაწერილი იქნება სიტყვა ,,ფასები”/სურ. 2.28/;

9.      საქაღალდეში Corporate  მოძებნეთ ფაილი სახელით priсе01.htm  და მონიშნეთ. მოცემული ფაილის სახელი შეტანილ იქნება ველში Adress;

10.  დააწკაპუნეთ ღილაკზე  ОК. გადასვლა გაკეთებულია;

11.  მონიშნეთ წინადადება ,,საქონლის ცნობარი" და ინსტრუმენტების პანელზე დააწკაპუნეთ ღილაკზე Hyperlink.

12.   გამოვა დიალოგური ფანჯარა. დიალოგურ ფანჯარაში ორჯერ დააწკაპუნეთ საქაღალდეზე ,,დამატებები";

სურ. 2.29. ჰიპერგადასვლების დამატება

 

13.  გამოჩნდება პიქტოგრამა ,,cnobari.htm.’’ ამ ფაილის სახელი გამოჩნდება ველში ,,მისამართი’’. დააწკაპუნეთ ღილაკზე ОК. გვერდზე გამოჩნდა სამი ჰიპერგადა-სვლა/სურ.2.29./.

დიალოგურ ფანჯარაში ,,ჰიპერგადასვლების დამატება’’ შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის გადასვლების შექმნა. ამისათვის საჭიროა ველში ,,მისამართი’’ შეიტანოთ რესურსების სრული სია, ან გამოიყენოთ ერთ-ერთი ღილაკი, რომელიც მოთავსებულია ფაილების სიის მარჯვნივ.