2.2.2. ცხრილების დაპროექტება

 

შვილობილ გვერდზე გადასასვლელად საკმარისია გაააქტიუროთ შესაბამისი გადასვლა.

1.    დააჭირეთ Ctrl ღილაკს და არ გაუშვათ ხელი. შემდეგ დაააწკაპუნეთ ,,ლითონის მილების" ტექსტის სტრიქონზე. გამოვა გვერდი ,,მილები’’/სურ 2.23/. ამ გვერდზე მოთავსებულია სხვადასხვა საქონლის მარკირებული სია. დავუშვათ, რომ კომპანია ,,ჰერკულესს’’ აქვს მილების გაფართოებული ასორტიმენტი და თქვენ გსურთ მოათავსოთ ახალი საქონლის სია არსებული სიის მარჯვნივ. ამისათვის Web-დიზაინერები ხშირად იყენებენ ცხრილებს;

სურ 2.23. მილების ასორტიმენტის აღწერა

2.      გადააადგილეთ კურსორი ,,ძირითადი მომგებიანობის’’ დასაწყისში;

3.      მიეცით ბრძანება  Table > Insert > Table;

4.      თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ ორი, გვერდიგვერდ მოთავსებული უჯრა. ამიტომ გახსნილ ფანჯარაში   Rows-ის გასწვრივ აკრიფეთ 2/სურ.2.24/;

5.      იმისათვის, რომ ცხრილი განთავსდეს მთელ გვერდზე, წარწერასთან  Specify Width   აკრიბეთ რიცხვი 80 და აირჩიეთ გადამრთველის მდგომარეობა In Percent და დააწკაპუნეთ ღილაკზე OK; 

სურ.2. 24. ცხრილის პარამეტრები

6.      მონიშნეთ სათაური "ძირითადი მომგებიანობა’’ და სამი სტრიქონი სათაურის ქვევით. ამოჭერით მონიშნული ტექსტი ღილაკებზე Ctrl+X დაჭერით. ახალი ცხრილის მარცხენა უჯრაში დააწკაპუნეთ მარჯვენა ღილაკით და კონტექსტურ მენიუში მიეცით ბრძანება Paste. Tab ღილაკზე დაწკაპუნებით გადააადგილეთ კურსორი ცხრილის მარჯვენა უჯრაში. შეიყვანეთ სათაური "ახალი მიღება’’;

7.      შეცვალეთ ახალი სათაურის შრიფტი სიაში Style ინსტრუმენტების პანელის პუნქტზე Heading3-ზე  დაწკაპუნებით;

8.      დააჭირეთ ღილაკს Enter და შეიტანეთ ტექსტი "მართკუთხა მილები’’;

9.      შემდეგ შეიტანეთ კიდევ ორი პუნქტი და გააცალკევეთ ისინი ერთმანეთისაგან კლავიშით Enter;

10.  მარცხენა უჯრაში მოახდინეთ ტექსტის რედაქტირება /სურ. 2.25/;

11.  ახალი ცხრილის ზევით შეიტანეთ აბზაცი პროდუქციის მოკლე აღწერით.

   სურ. 2.25. ცხრილის დამატება