2.2.1. ტექსტის დაფორმატება

 

1.      Web-კვანძის გასახსნელად მიეცით ბრძანება File > Open Web. გამოვა დიალოგური ფანჯარა. დიალოგურ ფანჯარაში მონიშნეთ საქაღალდე Corporate და დააწკაპუნეთ ღილაკზე Open. შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე ,,გადასვლები" რეჟიმების პანელში. გადახვალთ გადასვლების რეჟიმში;

2.      ორჯერ დააწკაპუნეთ გვერდ ,,საქონლის” მართკუთხედზე. არჩეული Web-გვერდი გამოვა Page რეჟიმში, რომელიც საშუალებას ძლევშეცვალოWeb-დოკუმენტების შინაარსი/სურ.2. 21./;

ურ. 2. 21. გვერდი ,,საქონლის” ხედი

 

3.       დააწკაპუნეთ კომენტარზე, რომელიც მოთავსებულია გვერდის ზედა მხარეს და შეიტანეთ ტექსტი: "კომპანიის ,,ჰერკულესი” საქონელი გამოირჩევა მაღალი ხარისხით!";

4.      მონიშნეთ სიტყვა ,,ჰერკულესი” და დააწკაპუნეთ ღილაკზე Bold ინსტრუმენტების პანელზე Formatting;

5.       დააწკაპუნეთ ღილაკზე Font Color. გამოვა ფერების პალიტრა, სადაც იარლიყისთვის შეარჩიეთ წითელი ფერი;

6.      სიაში  Font Size მონიშნეთ სტრიქონი  14pt. სიტყვა ,,ჰერკულესის" შრიფტი იქნება მუქი, დიდი და წითელი ფერის. დააწკაპუნეთ ძახილის ნიშნის მარჯვნივ;

7.       მიეცით ბრძანება Insert > Horizontal Line. პირველი აბზაცის ტექსტი  გამოიყოფა ტექსტის დანარჩენი ნაწილისაგან ჰორიზონტალური ხაზით. ჰორიზონტალური ხაზი არის ერთადერთი გრაფიკული ელემენტი, რომლის დახაზვა შეიძლება Web-გვერდზე, დანარჩენი გრაფიკული ინფორმაცია ფორმდება GIF   ან   JPG  ფაილების ფორმატში;

8.       დააყენეთ კურსორი სიტყვის ,,სათაური" ასო ,,ს’’ შემდეგ. შეიტანეთ სათაური ,,ლითონის მილები’’. წაშალეთ სიტყვის ,,პროდუქტის სათაური" დარჩენილი ასოები. დააყენეთ კურსორი სტრიქონის ,,პროდუქტ1-ის აღწერა’’ წინ და შეიტანეთ ტექსტი ,,სხვადასხვა სიგრძის მსხვილი და წვრილი მილები’’;

9.      დააწკაპუნეთ ღილაკზე Delete და წაშალეთ არასასურველი სიმბოლოები;

10.   8-9 პუნქტების განმეორებით შეგიძლიათ შეცვალოთ ტექსტი სხვა აბზაცებში/სურ.2.22/.

 სურ. 2.22. განახლებული შინაარსი