2.1.4 ანგარიშგებები

მოცემული კვანძის შესახებ  ინფორმაციის დასათვალიერებლად მიეცით ბრძანება View > Reports > Site Summary. გამოვა ცხრილი, რომელიც შეიცავს კვანძის ძირითად პარამეტრებს/სურ. 2.14/.

სურ. 2 14. Web კვანძის დათვალიერება

ზოგიერთი პუნქტი შეიცავს კრებსით ინფორმაციას. მათი დათვალიერება შეიძლება ორჯერადი დაწკაპუნებით შესაბამის სტრიქონში, ან ინსტრუმენტების პანელზე ღილაკზე View>>Reports დაწკაპუნებით. არასამუშაო ჰიპერგადასვლების დასათვალიერებლად ორჯერ დააწკაპუნეთ კვანძის დათვალიერების არეში სტრიქონზე არასამუშაო ჰიპერგადასვლები/სურ. /2.15/.

სურ. 2. 15. გახლეჩილი ჰიპერგადასვლების სია

ანგარიშგებაში ნაჩვენებია ორი ასეთი გადასვლა. პირველი შეიქმნა ფაილის სახელის გადარქმევის შედეგად, მეორე კი _ ფაილის წაშლის შედეგად. ამ ნაკლის გამოსასწორებლად:

·        ორჯერ დააწკაპუნეთ  გახლეჩილ ჰიპერგადასვლაზე prod03.htm;

·        ახალ დიალოგურ ფანჯარაში ველში Replace Hyperlink With შეიტანეთ ფაილის ახალი სახელი prod04. htm;

·        დააწკაპუნეთ ღილაკზე Replace. გახლეჩილი გადასვლის სიის პირველი პუნქტი გაქრება;

·        დააწკაპუნეთ მარჯვენა ღილაკით გადასვლის სტრიქონზე serv03.htm და კონტექსტურ მენიუში მიეცით ბრძანება Edit Page. გახსნილ ფანჯარაში არასწორი სტრიქონი მოინიშნება/სურ. 1.16/;

სურ. 2. 16. Web-გვერდის კორექტირება

·        წაშალეთ გადასვლა ღილაკზე Delete დაწკაპუნებით;

·        მიეცით ბრძანება File > Close;

·        დააწკაპუნეთ Yes-ზე, რათა დაადასტუროთ ცვლილებების აუცილებლობა;

·        დააწკაპუნეთ  პიქტოგრამაზე Reports. სია იქნება ცარიელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა გადასვლა მუშაობს კორექტულად.