2.1.1. დათვალიერების რეჟიმი

FrontPage-ს აქვს Web-კვანძის დათვალიერების ექვსი რეჟიმი. ეს ღილაკები განთავსებულია ინსტრუმენტულ პანელზე.

·        Page (გვერდი) –  გვერდის რედაქტირება. ამ რეჟიმში შესაძლებელია ნებისმიერი კვანძის გვერდის შინაარსის შეცვლა, მისი გაფორმების პარამეტრების დაყენება და გვერდის შესაბამისი HTML კოდის დათვალიერება;

·        Folders (საქაღალდეები) – ჩამოთვლილია საქაღალდეებისა და Web-კვანძის ფაილების სია, მათი დაწვრილებითი მახასიათებლებით;

·        Reports (ანგარიშგება) – სტატისტიკური ინფორმაცია კვანძებისა და მათი ცალკეული კომპონენტების შესახებ;

·        Navigation (გადასვლები) – Web-კვანძის სტრუქტურის რედაქტორი, რომელსაც საშუალება აქვს შეცვალოს კავშირები გრაფიკულ რეჟიმში;

·        Hyperlinks (ჰიპერგადასვლები) – Web-კვანძის გვერდების სია და მონიშნული გვერდების ჰიპერგადასვლების სქემა;

·        Tasks (ამოცანები) – განსაზღვრულ ფაილებთან დაკავშირებულ ამოცანათა სია, რომელთა შესრულება აუცილებელია კვანძის შექმნის დასრულებისათვის.

რეჟიმების გადართვა შეიძლება როგორც მენიუ View-ის ბრძანებებით, ასევე  FrontPage-ის ფანჯრის მარცხენა მხარეს მდებარე რეჟიმების პანელის ღილაკებზე დაწკაპუნებით.

Web-კვანძის პროგრამა „ოსტატის" მიერ შექმნილი ფაილების სიის დასათვალიერებლად დააწკაპუნეთ რეჟიმების პანელზე მდებარე ღილაკზე  Folders.  FrontPage ფანჯარა გაიყოფა ორ ნაწილად /სურ. 2.5/. ფანჯრის მარცხენა მხარეს მოთავსებულია ყველა იმ საქაღალდის სია, რომელიც მდებარეობს საქაღალდეში My Documents, მარჯვენა მხარეს კი – კვანძის ძირითადი საქაღალდის ფაილების პიქტოგრამები.

Web-კვანძში გამოყენებულ გამოსახულებათა სიის დასათვალიერებლად დააწკაპუნეთ საქაღალდე images-ის პიქტოგრამაზე:

·        ორჯერ დააწკაპუნეთ ფაილზე smallnsw.gif. FrontPage გაუშვებს პროგრამას, რომელიც განკუთვნილია GIF ფორმატში ფაილების დასათვალიერებლად და გახსნის ამ საქაღალდეში სასურველ ფაილს;

დაათვალიერეთ პროგრამა „ოსტატის" მიერ ამორჩეული პიქტოგრამა და დახურეთ  პროგრამა.

სურ. 2. 5. საქაღალდეების დათვალიერების რეჟიმი

·        წინა საქაღალდეში დასაბრუნებლად ფაილების სიის პანელში დააწკაპუნეთ თაგუნას მარჯვენა ღილაკით და კონტექსტურ მენიუში აირჩიეთ ბრძანება Up One Level;

·        მიეცით ბრძანება File > New > Folder. საქაღალდეების სიაში გამოჩნდება ახალი საქაღალდის პიქტოგრამა წარწერით New Folder. დააწკაპუნეთ თაგუნას მარჯვენა ღილაკით და კონტექსტურ მენიუში მიეცით ბრძანება Rename;

·        შეიტანეთ ტექსტი „დამატებები’’. ეს იქნება ახალი საქაღალდის სახელი;

·        ახალი საქაღალდის გასახსნელად საქაღალდეების სიაში დააწკაპუნეთ პიქტოგრამაზე „დამატებები’’;

·        დააწკაპუნეთ ფაილთა ცარიელ სიაში თაგუნას მარჯვენა ღილაკით და მიეცით ბრძანება New Page;

·        ახლად შექმნილ Web-გვერდს დაარქვით სახელი- „cnobari. htm";

·        დააწკაპუნეთ პიქტოგრამაზე cnobari.htm. მიეცით ბრძანება File> New> Task;

·        გამოვა დიალოგური ფანჯარა. ველში  Task Name ჩაწერეთ ტექსტი New> Page and Links/სურ. 2.6/;

 სურ. 2. 6. ამოცანის დამატება

·        კლავიატურაზე დააჭირეთ ღილაკს Tab და ჩაწერეთ ამოცანის შემსრულებლის სახელი;

·        ველში Description ჩაწერეთ ტექსტი, მაგალითად, საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის ცნობარის, გვერდისა და ცხრილის აღწერა;

·        დააწკაპუნეთ ღილაკზე ОК;

·        მიეცით ბრძანება View > Tasks. ოპერაციათა სიაში გამოჩნდება ახლად დამატებული ამოცანა სტატუსით  Not Started.