თავი 1

ფინანსური  ფუნქციები

ამ თავში განვიხილავთ ფინანსურ ფუნქციებს, მათ დანიშნულებებს, ჩაწერის წესებს და გამოყენებას სხვადასხვა სახის ამოცანების ავტომატიზებული ფორმით ამოსახსნელად.

ფინანსურ ფუნქციებში შემავალი ნებისმიერი არგუმენტი, მისი შინაარსის გათვალისწინებით, შეიძლება იყოს რიცხვიფორმულა ან ფუნქცია, რომელიც ღებულობს რიცხვით მნიშვნელობას.

ფინანსურ ფუნქციებში მონაცემების ჩაწერისას თანხა, რომელიც ასახავს გასავალს, მაგალითად, ანაბარზე შეტანილი თანხა, კომერციული საქმიანობისთვის  დაბანდე-ბული თანხა და სხვა, უნდა ჩაიწეროს მინუსით (-).

ჩვენი შესწავლის ობიექტებს წარმოადგენს ფინანსური ფუნქციების შემდეგი ჯგუფები:

·        კომერციული საქმიანობის ანალიზი;

·        ამორტიზაციის გაანგარიშება;

·        ფასიანი ქაღალდები.

განვიხილოთ დაწვრილებით თითოეული ამ ჯგუფის ფუნქციები, მათი დანიშნულება და გამოყენება სხვადასხვა სახის ამოცანის ამოსახსნელად.