სცენარის შენახვა

·        დიალოგურ ფანჯარაში დააჭირეთ ღილაკს  Save Scenario. Gგამოვა დიალოგური ფანჯარა  Save Scenario, რომლის ველში Name ჩაწერეთ სცენარის სახელი;    

·        დააჭირეთ ღილაკს  OK.

ამ ბრძანებით შენახული იქნება სცენარის სახით ცვლადების უჯრებში ჩაწერილი მნიშვნელობები. ეს სცენარი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სცენარის დისპეტჩერის მიერ.

 

ადაწყვეტილების შედეგების მიღება მთელ რიცხვებში

·        დიალოგურ ფანჯარაში  Solver Parameters დააჭირეთ ღილაკს  Change. გამოვა დიალოგური ფანჯარა  Change Constraint;

·        ველში შეიტანეთ იმ უჯრის მისამართი, რომელშიც შეზღუდვებია ჩაწერილი;

·        სიიდან Constraint მონიშნეთ სტრიქონი Integer. სისტემა ამავე სახელწოდების ველში ჩაწერს Integer;

·        დააჭირეთ ღილაკს  OK.

 

ადაწყვეტილების მიღების მოდელის შენახვა და გამოყენება

       წიგნის ყოველ ფურცელზე შეიძლება შენახულ იქნეს პარამეტრების მნიშვნელობის ერთი ვარიანტი. ღილაკის Save Model გამოყენებით შესაძლებელია ერთ ფურცელზე რამდენიმე ვარიანტის შენახვა.

 

მოდელის შენახვა

·        მონიშნეთ დიაპაზონი, სადაც მოდელი უნდა ჩაიწეროს. Dიაპაზონის უჯრების რაოდენობა ტოლი უნდა იყოს მოდელში გამოყენებულ ცვლადებზე დადებული შეზღუდვების რაოდენობას  დამატებული სამი უჯრა;

·        მიეცით ბრძანება  Solver Parameters მენიუდან Tools, გამოვა დიალოგური ფანჯარა  Solver Parameters;

·        დიალოგურ ფანჯარაში დააჭირეთ ღილაკს  Options.G გამოვა დიალოგური ფანჯარა  Solver Options;

·        დიალოგურ ფანჯარაში  Solver Options დააჭირეთ ღილაკს  Save Model. Gგამოვა დიალოგური ფანჯარა  Save Model;

დიალოგურ ფანჯარაში ჩაიწერება თქვენს მიერ მონიშნული დიაპაზონი, სადაც შენახული იქნება მოძებნილი გადაწყვეტილების შედეგები. თუ ერთი უჯრაა მითითებული, მაშინ შედეგები ჩაიწერება ამ უჯრიდან დაწყებული ქვევით, ხოლო თუ მითითებულია უჯრათა დიაპაზონი, მაშინ მონაცემები ჩაიწერება მხოლოდ ამ დიაპაზონში. სასურველია, უბანს, სადაც მოდელია შენახული, სახელი მიანიჭოთ.

 

მოდელის გამოყენება

·        დიალოგურ ფანჯარაში  Solver Parameters დააჭირეთ ღილაკს  Options;

·        დააჭირეთ ღილაკს  Load Model. Gგამოვა დიალოგური ფანჯარა  Load Model;

·        დიალოგურ ფანჯარაში  Load Model მიუთითეთ დიაპაზონი ან დიაპაზონის სახელი, სადაც მოდელია შენახული;

·        დააჭირეთ ღილაკს   OK. OK ბრძანების მიცემის შემდეგ დაბრუნდებით დიალოგურ ფანჯარაში  Solver Options;

·        დიალოგურ ფანჯარაში Solver Options დააჭირეთ ღილაკს  OK;

დაბრუნდებით დიალოგურ ფანჯარაში  Solver Parameters, რომელშიც მიეცით ბრძანება  Solve და განახორციელეთ მოდელირება.

დიალოგურ ფანჯარაში  Solver Options არსებული მაჩვენებლების დანიშნულება შემდეგია:

ველები Max Time, Iterations გვიჩვენებენ ამოცანის ამოსახსნელად გამოყოფილ დროს  და იტერაციათა რაოდენობას. Uუმრავლესი ამოცანებისთვის სისტემის მიერ  მონიშნული დრო 100 წამი და იტერაციათა რაოდენობა 100 საკმარისია.

ველში Precision (სიზუსტე) იწერება ცვლადების მნიშვნელობების შერჩევის ბიჯი  ნულიდან ერთამდე.

ველი Tolerance (დასაშვები გადახრა) გამოიყენება მხოლოდ მთელი რიცხვებით შეზღუდვების დროს  და გვიჩვენებს ოპტიმალური მნიშვნელობიდან დასაშვებ გადახრას პროცენტებში.

ველი Convergence (კრებადობა). Aმოცანის ამოხსნის პროცესი წყდება იმ შემთხვევაში, თუ უკანასკნელი 5 იტერაციის შემდეგ მიზნის უჯრაში შეფარდებითი ცვლილების მნიშვნელობა ნაკლებია ველში Convergence ნაჩვენებ მნიშვნელობაზე. კრებადობის მაჩვენებელი გამოიყენება მხოლოდ არაწრფივი მოდელებისთვის და მისი მნიშვნელობა აიღება ნულსა და ერთს შორის.

ნიშნაკი Assume Liner Model. ეს ნიშნაკი უნდა მოინიშნოს მხოლოდ წრფივი ოპტიმიზაციის მოდელებისთვის. არაწრფივი მოდელებისთვის თუ იქნება მონიშნული, მაშინ დიალოგურ ფანჯარაში  Solver Results გამოვა შეტყობინება "წრფივი მოდელის პირობები არ სრულდება”.

ნიშნაკი Show Iteration Results. Yყოველი იტერაციის შემდეგ გამოტანილი იქნება იტერაციის შედეგი.

ნიშნაკი Use Automatic Scaling (გამოყენებულ იქნეს მასშტაბირების კოეფიციენტი) მოინიშნოს იმ შემთხვევაში როდესაც ამოცანის ამოხსნისთვის საჭირო მონაცემების და ამოცანის ამოხსნის შედეგები  რანგით განსხვავდება  ერთმანეთისგან. Mმაგ., საწყისი მონაცემებია ლარებში და ვანგარიშობთ მოგების მაქსიმუმს Mმილიონ ლარებში.

ნიშნაკი Assume Non-Negative (მიღებულ იქნეს არაუარყოფითი მნიშვნელობა). სისტემას უფლება ეძლევა ცვლადებისთვის შეარჩიოს ჩვენ მიერ მიცემულ შეზღუდვებზე ნაკლები არანული მნიშვნელობა.

ჩანართი Estimates. SeirCeva მეთოდი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება ძებნის ყოველ ბიჯზე ცვლადების მოძებნილი მნიშვნელობის შეფასება.

ნიშნაკი Quadratic _ გამოყენებული იქნება კვადრატული ექსტრაპოლაცია. Aამ მეთოდმა შეიძლება არაწრფივი მოდელის ამოხსნის შედეგები გააუმჯობესოს.

ჩანართი Derivatives _ ხორციელდება მიზნის და შეზღუდვების ფუნქციების კერძო წარმოებულების შეფასება.

ჩანართი Search _ ყოველი იტერაციის შემდეგ შეირჩევა ძებნის ტრაექტორია.

ნიშნაკი  Newton _ გამოიყენება ნიუტონის მეთოდი. ამ დროს გრადიენტების მეთოდთან შედარებით, შედეგი იტერაციათა მცირე რაოდენობით მიიღწევა, მაგრამ საჭიროა დიდ მანქანური მახსოვრობა.

niSnaki  Conjugate _ ნიუტონის მეთოდთან შედარებით სისტემა ნაკლებ მახსოვრობას იყენებს, მაგრამ სასურველი სიზუსტის მისაღწევად საჭიროა იტერაციათა დიდი რაოდენობა.

არაწრფივი მოდელით გადაწყვეტილების მიღების მოდელირება

არაწრფივ მოდელებში გადაწყვეტილების მიღების პროგრამის გაშვების წინ სასურველია:

·        ცვლადი მონაცემებისთვის განკუთვნილ უჯრებში ჩაწეროთ ცვლადების ისეთი მნიშვნელობები, რომლებიც მაქსიმალურად უახლოვდებიან ოპტიმალურს;

·        გაანგარიშების შედეგები შეამოწმოთ სხვა თქვენთვის ცნობილ ალტერნატიულ პროგრამულ პროდუქტზე.