2.2.6. ამორტიზაციის გაანგარიშება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით გაანგარიშების საფუძველია საამორტიზაციო ანარიცხების არათანაბარი განაწილების პრინციპი. ძირითადი საშუალებები დაყოფილია ხუთ ჯგუფად. თითოეული ჯგუფისთვის დადგენილია ყოველწლიური ცვეთის პროცენტი, რომელიც მუდმივია მოცემული ჯგუფის ძირითადი საშუალებებისთვის. ამორტიზაციის თანხის გასაანგარიშებლად საკმარისია საბალანსო ღირებულებისა და შეძენის წლის ცოდნა. ცვეთის პროცენტის მისადაგება ხორციელდება ცხრილის მიხედვით. ძირითადი საშუალებების შეძენის პირველ წელს ამორტიზაციის თანხა გამოიანგარიშება საბალანსო ღირებულების გამრავლებით ცვეთის პროცენტზე. პირველ წელს გამოთვლილი ნარჩენი ღირებულება შემდეგ წელს გამოდის საბალანსო ღირებულების როლში და ა.შ. ამორტიზაციისა და ნარჩენი ღირებულების თანხა გამოითვლება შემდეგი ფორმულებით: .
|
||||||||||||||||||||
![]() |
||||||||||||||||||||
ამოცანა წინა პარაგრაფში განხილული ამოცანისთვის გამოვთვალოთ ამორტიზაცის თანხა და ნარჩენი ღირებულება. ამოხსნა დავუშვათ, დანადგარი შეძენილია 1999 წელს. გაანგარიშების შედეგები მოცემულია ცხრილში: დასახელება: დანადგარი, ცვეთის პროცენტი 15%.
|