2.1.12. ფუნქცია  XIRR _ ინვესტირების რენტაბელობის შიგა ნორმის გამოანგარიშება არაპერიოდული შემოსავლების და გასავლების დროს

   ამ ფუნქციით გამოითვლება ინვესტიციათა შინაგანი ბრუნვის სიჩქარე (შემოსავლიანობის შინაგანი ნორმა) არაპერიოდული ცვლადი შემოსავლების და გადასახდელებისას.

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია:

=XIRR(Values,Dates,Guess)

სადაც Values შემოსავლების და გასავლების მნიშვნელობებია;

     Dates _ შემოსავლების და გასავლების ოპერაციების შესრულების თარიღები;

    Guess _ ინვესტიციათა ბრუნვის სიჩქარის სავარაუდო მნიშვნელობაა.

ამოცანა

დავუშვათ, კომერციული პროექტის რეალიზაციის დანახარჯები 1997 წლის 1 თებერვალს, შეადგენდა 300 000 ლარს. პროექტის დაწყებიდან 4 წლის განმავლობაშიშემოსავლებმა შეადგინეს: 1998 წლის 1 თებერვალს _ 50 000 ლარი, 1999 წლის 1 თებერვალს _ 100 000, 2000 წლის 1 თებერვალს 150 000 და 2001 წლის 1 თებერვალს 50 000 ლარი.

დავადგინოთ პროექტის რეალიზაციის მიზანშეწონილობა, თუ წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 8%-ია.

ამოხსნა

გასავლის 300 000 ლარის და შემოსავლების 50 000, 100 000, 150 000 და 50 000 ლარის მნიშვნელობები ჩავწეროთ უჯრებში მისამართზე A1:A5. ამასთან, A1 უჯრაში გასავალი, 300 ათასი ლარი, ჩავწეროთ -” ნიშნით. დარიცხვების შესაბამისი თარიღები ჩავწეროთ B1:B5 უჯრებში.

მაშინ XIRR ფუნქციას ექნება სახე:  =XIRR(A1:A5,B1:B5)

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ ინვესტირებული თანხა გაიზარდა 6,24%-ით. ეს კი ნაკლებია საბაზრო პროცენტზე, ამიტომ ასეთი პროექტი ეფექტური არ არის.