2.2.5. ფუნქცია VDB _ ამორტიზაციის გამოანგარიშება რიცხვთა ჯამის მეთოდით, პერიოდების გათვალისწინებით

VDB ფუნქციით გამოითვლება ამორტიზაციის ზრდადი თანხა ნაშთის შემცირების (კლებადობის) მეთოდით. იმ შემთხვევაში, როცა ამ მეთოდით გაანგარიშების შედეგად, ძირითადი საშუალების ექსპლოატაციის ბოლოს, ნარჩენი ღირებულება არ ბალანსდება სალიკვიდაციო ღირებულებასთან, მაშინ ამ ფუნქციით შეიძლება ამორტიზაციის თანხის გამოთვla თანაბარი განაწილების მეთოდით.

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია:

=VDB(cost, salvage, life, start_period, end_period, factor,no_switch).

თუ არგუმენტები factor  და  no_switch გამოტოვებულია, Mმაშინ აჩქარებული ამორტიზაცია გამოითვლება (აჩქარების კოეფიციენტი 2-ის ტოლიათანაბარი განაწილების მეთოდით. თუ არგუმენტი factor-ის მნიშვნელობა მოცემულია და არგუმენტის no_switch მნიშვნელობა უდრის ერთს, მაშინ ამორტიზაციის თანხის გამოთვლა მოხდება ნაშთის კლებადობის მეთოდით.

amocana

DDB ფუნქციაში განხილული მაგალითისთვის, გამოვთვალოთ ამორტიზაციის საერთო თანხა დაზგის ექსპლოატაციის 6 წლის შემდეგ თანაბარი განაწილების მეთოდზე გადასვლით და მის გარეშე.

ამოხსნა

დასმული ამოცანისათვის VDB  ფუნქციას ექნება სახე:

=VDB(1500,,6,0,6),

=VDB(1500,,6,0,6,2,1).

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ ამორტიზაციის საერთო თანხა, ამოხსნის მეთოდების მიხედვით, შესაბამისად შეადგენს 1500 და 1368 ლარს. .. პირველ შემთხვევაში (თანაბარი განაწილების მეთოდით), ძირითადი საშუალების ექსპლუატაციის ვადის (6 წლის) გასვლის შემდეგძირითადი საშუალების საბალანსო ღირებულება სრულად იქნება გადატანილი პროდუქციის დანახარჯებში საამორტიზაციო ანარიცხების სახით, მეორე შემთხვევაში (ნაშთის კლებადობის მეთოდით) კი ნაწილობრივ.