2.2.2. ფუნქცია SYD _ ამორტიზაციის გამოანგარიშება რიცხვთა ჯამის მეთოდით

ამ ფუნქციით ამორტიზაციის გაანგარიშება ხდება შეკრების მეთოდით. ამ მეთოდის გამოყენებას საფუძვლად უდევს ის, რომ ექსპლუატაციის პერიოდში ძირითადი საშუალება არათანაბრად ცვდება. ამიტომ, ექსპლუატაციის ვადის ზრდასთან ერთად, საამორტიზაციო ანარიცხები მცირდება.

ამ ფუნქციის მნიშვნელობა გამოითვლება ფორმულით:

,                             1.13

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია:

=SYD(cost,salvage,life,per).

ამოცანა

წინა პარაგრაფში განხილული მაგალითისთვის გამოვთვალოთ საამორტიზაციო ანარიცხები წლების (პერიოდების) მიხედვით.

ამოხსნა

განსახილველ ფუნქციას ექნება სახე:

=SYD(1500,200,6,1),  =SYD(1500,200,6,2),

=SYD(1500,200,6,3),  =SYD(1500,200,6,4),

=SYD(1500,200,6,5),  =SYD(1500,200,6,5).

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ ამორტიზაციის თანხა, ძირითადი საშუალების ექსპლუატაციის პირველი წლის ბოლოს შეადგენს 371,43 ლარს, მეორე წლის ბოლოს – 309,52, მესამე წლის ბოლოს – 247,62, მეოთხე წლის ბოლოს 185,71, მეხუთე წლის ბოლოს 123,81 და მეექვსე წლის ბოლოს 62 – ლარს.