2.1.2. ფუნქცია FVSCHEDULE _ მოსალოდნელი შემოსავლების  გაანგარიშება, სარგებლის გათვალისწინებით, ცვლადი საპროცენტო განაკვეთების შემთხვევაში

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია:

=FVSCHEDULE(Principal,Schedule), ანუ

=FVSCHEDULE (ინვესტიცია,{პროცენტიპროცენტი}).

არგუმენტი "ინვესტიცია" შეიძლება იყოს ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულება ან კომერციული საქმიანობისთვის გაწეული კაპიტალდაბანდება და სხვა. არგუმენტი "პროცენტი" საპროცენტო განაკვეთების მასივია, რომელშიც ჩაწერილია პროცენტის სხვადასხვა მნიშვნელობა. ეს მნიშნელობები ჩაწერილ უნდა იქნეს უჯრებში რიცხვის ან პროცენტის სახით.

ფუნქციის მნიშვნელობა გამოითვლება რთული პროცენტების ფორმულით.

ამოცანა

კომერციული საქმიანობისათვის ინვესტიციის სახით ჩადებულია 50000 ლარი. კომერციული საქმიანობის შედეგად სხვადასხვა პერიოდში მოსალოდნელია შემოსავლის გაზრდა 12%, 15% და 14%-ით. რა თანხა გვექნება კომერციული საქმიანობის ბოლოს?

ამოხსნა

მოცემულია   Principal =50000 ლარი;

     შემოსავლის გაზრდა მოსალოდნელია პერიოდულად 12%, 15% და 14%-ით. Schedule={12%,15%,14%};

პროცენტის მნიშვნელობები ჩავწეროთ უჯრებში A1:A3  და ეს მისამართი ჩავწეროთ არგუმენტის Schedule ველში, ხოლო ველში Principal  ჩავწეროთ ინვესტიციის მნიშვნელობა 50000.

am amocanisTvis FVSCHEDULE ფუნქცია ასე ჩაიწერება:

 =FV(50000,A1:A3).

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ კომერციული საქმიანობის დამთავრების შემდეგ გვექნება 73416 ლარი.