2.2.1. ფუნქცია SLN _ ამორტიზაციის გამოანგარიშება წრფივი მეთოდით

ამ ფუნქციით ამორტიზაციის გამოთვლა ხდება .. წრფივი მეთოდით.

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია:

=SLN(cost,salvage,life).

ამოცანა

ვთქვათ, დაზგის საბალანსო ღირებულება 1500 ლარია. მისი ექსპლუატაციის ვადა – 6 წელი, ხოლო სალიკვიდაციო ღირებულება  – 200 ლარია. გამოვთვალოთ ამორტიზაციის თანხა (ღირებულება).

ამოხსნა

მოცემულიასაბალანსო ღირებულება cost=1500 ლარი;

     სალიკვიდაციო ღირებულება salvage=200 ლარი;

     ექსპლუატაციის ვადა life=6 წელი.

ამ შემთხვევაში სალიკვიდაციო ღირებულება, ანუ ღირებულება ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდეგ, არის ამ დაზგის ჯართად რეალიზაციის ღირებულება.

ფუნქცია SLN ასე ჩაიწერება:  =SLN(1500,200,6).

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ ერთი წლის ამორტიზაციის თანხა შეადგენს 216,66 ლარს.