2.1.7. ფუნქცია NPER _ ანაზღაურების პერიოდების გამოანგარიშება ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია: =NPER(rate,nmt,pv,fv,type). განვიხილოთ ფუნქციის გამოყენების ორი ვარიანტი. ვარიანტი პირველი: · ანაზღაურება პერიოდულად არ ხორციელდება Pmt=0; · დარიცხვები მოცემულ პერიოდში ხორციელდება მუდმივი საპროცენტო განაკვეთით RATE>0; · თანხის სიდიდე სესხით სარგებლობის ბოლოს FV>0; · საწყისი თანხა ცნობილია PV>0; · ანაზღაურება (დარიცხვა, დაბანდება) ხორციელდება პერიოდის ბოლოს Type=0 ან პერიოდის დასაწყისში Type=1; საჭიროა გამოვიანგარიშოთ ანაზღაურების (დარიცხვების) პერიოდების რაოდენობა. NPER 2.1.-დან გამოიანგარიშება ფორმულით:
ამ შემთხვევაში ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია: =NPER(rate,,pv,fv,1(ან 0)). ამოცანა ანაბარზე შეტანილია 5500 ლარი 9%-ინი წლიური საპროცენტო განაკვეთით. რამდენი წლის შემდეგ გახდება ეს თანხა 7000 ლარის ტოლი? ამოხსნა მოცემულია – საწყისი თანხა PV = 5500 ლარი; საბოლოო თანხა FV = 7000 ლარი; წლიური საპროცენტო განაკვეთი RATE = 9%; დარიცხვები ხორციელდება პერიოდის ბოლოს Type=0; ამ ამოცანისთვის NPER ფუნქცია ასე ჩაიწერება: =NPER(9%,,-5500,7000). ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ ანაბარზე შეტანილი 5500 ლარი, 7000 ლარის ტოლი გახდება სამი წლის შემდეგ. ვარიანტი მეორე: · ანაზღაურება ხორციელდება პერიოდულად Pmt>0; · დარიცხვები მოცემულ პერიოდში ხორციელდება მუდმივი საპროცენტო Gგანაკვეთით RATE>0; · თანხის სიდიდე სესხით სარგებლობის ბოლოს FV>0; · საწყისი თანხა ცნობილია PV>0 ან PV=0; · ანაზღაურება (დარიცხვა, დაბანდება) ხორციელდება პერიოდის ბოლოს Type=0 ან პერიოდის დასაწყისში Type=1; საჭიროა გამოვიანგარიშოთ ანაზღაურების (დარიცხვების) პერიოდების რაოდენობა. NPER 1.1.-დან გამოიანგარიშება ფორმულით:
ამ შემთხვევაში ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია: =NPER(rate,pmt,pv,fv,1(ან 0)). ამოცანა ფირმას საქველმოქმედო ფონდის ანგარიშზე სამ თვეში ერთხელ ბანკში შეაქვს 3000 ლარი. ბანკი პერიოდის ბოლოს დაარიცხავს 5%-ს. რამდენი წლის შემდეგ გახდება საქველმოქმედო ფონდის ანგარიშზე თანხა 15000 ლარი? ამოხსნა მოცემულია - პერიოდულად შესატანი თანხა Pmt=3000 ლარი; სამ თვეში ერთხელ საპროცენტო განაკვეთი RATE = 5%; თანხის შეტანა ხორციელდება პერიოდის ბოლოს Type=0; სასურველი თანხა FV= 15 000 ლარი. ამ ამოცანისთვის NPER ფუნქცია ასე ჩაიწერება: =NPER(5%,3000,,15000). ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ საქველმოქმედო ფონდის ანგარიშზე 15000 ლარი გახდება 6 პერიოდის, ანუ 1,5 წლის შემდეგ (პერიოდის ხანგრძლივობა სამი თვეა). |