2.1.6. ფუნქცია NOMINAL _ ნომინალური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშება

ამ ფუნქციით გამოითვლება ნომინალური წლიური საპrოცენტო განაკვეთი, როცა მოცემულია ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და წელიწადში დარიცხვების პერიოდების რაოდენობა.

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია:

= NOMINAL(Effect_rate,Npery).

ამოცანა

ვთქვათ, ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 18%, ხოლო პროცენტების დარიცხვა ხორციელდება კვარტალში ერთხელ. გამოვთვალოთ ნომინალური საპროცენტო განაკვეთი.

ამოხსნა

მოცემულია ეფექტური საპროცენტო განაკვეთი Effect _rate=18%;

     პერიოდების რაოდენობა წელიწადში  Npery = 4;   

ამ ამოცანისთვის ფუნქცია NOMINAL ასე ჩაიწერება: = NOMINAL(18%,4).

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ ნომინალური საპროცენტო განაკვეთია 16,9%.