2.1.13. ფუნქცია MIRR _ ინვესტირების რენტაბელობის  მოდიფიცირებული შიგა ნორმის გამოანგარიშება პერიოდული შემოსავლების და გასავლების დროს

ამ ფუნქციით გამოითვლება ინვესტიციათა მოდიფიცირებული შინაგანი ბრუნვის სიჩქარე (შემოსავლიანობის შინაგანი ნორმა)პერიოდული ცვლადი შემოსავლებისა და გასავლებისათვის (გადასახდელებისათვის). ამ დროს მხედველობაში მიიღება როგორც ინვესტიციათა ღირებულება, ისე რეინვესტირებისგან მიღებული შემოსავალი.

ფუნქციის მნიშვნელობა გამოითვლება ფორმულით:

                                                 1.12 

 

სადაც  შემოსავლების და გასავლების საერთო რაოდენობაა;

 _ შემოსავლების მაჩვენებელი;

 _ გასავლების მაჩვენებელი;

 _ ბრუნვაში არსებული თანხიდან მოგების მიღების ნორმა;

 _ რეინვესტირებისას ბრუნვაში არსებული თანხიდან მოგების მიღების ნორმა;

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია:

=MIRR(Values,Finance_rate,Reinvest_rate),

სადაც Values  შემოსავლების და გასავლების (გადასახდელების) მნიშვნელობაა;

Finance_rate _ საპროცენტო განაკვეთი რეინვესტირებამდე;

Reinvest_rate _ რეინვესტირების პროცენტი.

ამოცანა

დავუშვათ, კომერციული პროექტის რეალიზაციისთვის 5 წლით აღებულ იქნა სესხი,  200 000 ლარი, წლიური 12%-ით. ხუთი წლის განმავლობაში მოგებამ შეადგინა, შესაბამისად: 100 000, 150 000, 100 000, 200 000 და 220 000 ლარი. ხუთი წლის შემდეგ მოხდა ამ ფულადი სახსრების რეინვესტირება, წლიური 14%-ით.

გამოვთვალოთ ინვესტიციათა ბრუნვის სიჩქარის მოდიფიცირებული მნიშვნელობა.

ამოხსნა

გასავლის 200 ათასი ლარისა და შემოსავლების 100, 150, 100, 200 და 220 ათასი ლარის მნიშვნელობები, ჩავწეროთ უჯრებში მისამართზე A1:A6. ამასთან, A1 უჯრაში გასავალი ჩავწეროთ ”-” ნიშნით. საპროცენტო განაკვეთები ჩავწეროთ A7:A8 უჯრებში.

მაშინ MIRR ფუნქცია ასე ჩაიწერება:

=MIRR(A1:A6,A7:A8).

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ ინვესტიციათა ბრუნვის სიჩქარის მოდიფიცირებული მნიშვნელობაა 37,11.