2.1.11. ფუნქცია IRR ინვესტირების რენტაბელობის შიგა ნორმის გამოანგარიშება

ამ ფუნქციით გამოითვლება ინვესტიციათა რენტაბელობის შიგა ნორმა პერიოდული ცვლადი შემოსავლების და გადასახდელების დროს.

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია:

=IRR(Values,Guess)

სადაც Values შემოსავლების და გასავლების (გადასახდელების) მნიშვნელობაა;

    Guess _ ინვესტიციათა ეფექტურობის შიგა ნორმის სავარაუდო მნიშვნელობა. თუ ეს არგუმენტი გამოტოვებულია, მაშინ ის სისტემის მიერ ავტომატურად აიღება 10%-ის ტოლად

ამოცანა

დავუშვათ, კომერციული პროექტის რეალიზაციის დანახარჯებია 300000 ლარი. პროექტის დაწყებიდან 4 წლის განმავლობაშიშემოსავლები ყოველწლიურად შეადგენდა: 50 000 ლარს, 100 000, 150 000 და 50 000 ლარს.

დავადგინოთ პროექტის მიზანშეწონილება, თუ წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 13%-ია.

ამოხსნა

გასავლის 300 000 ლარის და შემოსავლების 50 000, 100 000, 150 000, 50 000 ლარის მნიშვნელო-ბები ჩავწეროთ უჯრებში მისამართზე A1:A5. ამასთან, A1 უჯრაში გასავალი, 300 000 ლარი ჩავწეროთ ”-” ნიშნით. მაშინ IRR ფუნქციას ექნება სახე:

=IRR(A1:A5).

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ ინვესტირებული თანხა გაიზარდა 6,24%-ით. ეს კი ნაკლებია საბაზრო პროცენტზე, ამიტომ ასეთი პროექტი ეფექტური არ არის.