1.1.5. ფუნქცია EFFECT რეალური (ეფექტური) საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშება

ფუნქციით გამოითვლება მოქმედი (რეალური, ეფექტური) წლიური საპროცენტო განაკვეთი, როცა მოცემულია ნომინალური საპროცენტო განაკვეთი და წელიწადში დარიცხვების პერიოდების რაოდენობა.

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია:

= EFFECT(Nominal_rate,Npery).

ამოცანა

დავუშვათ, აღებული გვაქვს სესხი 12000 ლარი 3 წლით 16%-ანი წლიური საპროცენტო განაკვეთით. რა რაოდენობის  თანხა უნდა გადავიხადოთ: 6 თვეში ერთხელ, კვარტალში ერთხელ?

ამოხსნა

მოცემულია ნომინალური საპროცენტო განაკვეთი Nominal_rate = 16%;

   პერიოდების რაოდენობა წელიწადში Npery =2 ან 4;    

დასმული ამოცანისთვის EFFECT ფუნქცია ასე ჩაიწერება: = EFFECT(16%,2).  = EFFECT(16%,4). 

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ, თუ გადახდა ხდება 6 თვეში ერთხელ, .. პერიოდების რაოდენობაა 2, მაშინ წლიური საპროცენტო განაკვეთია 16,64%, ხოლო თუ   პერიოდების რაოდენობაა 4, მაშინ წლიური საპროცენტო განაკვეთია 16,985%.

ამის შემდეგ FV ფუნქციით გამოვთვალოთ გადასახდელი თანხა სესხის ნაწილ-ნაწილ დაფარვისას, თუ გადახდა ხორციელდება წელიწადში ორჯერ ან წელიწადში 4-ჯერ. შესაბამისად FV ფუნქციას ექნება სახე:

=FV(16.64%,3,,-12000),

=FV(16.985%,3,,-12000).

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ, თუ გადახდა ხორციელდება 6 თვეში ერთხელ, .. პერიოდების რაოდენობაა 2, მაშინ ყოველი პერიოდის ბოლოს გადასახდელი იქნება 1904,25 ლარი; ხოლო თუ გადახდა ხორციელდება 3 თვეში ერთხელ, . პერიოდების რაოდენობაა 4, მაშინ ყოველი პერიოდის ბოლოს გადასახდელი იქნება 1921,2 ლარი.