1.2.4. ფუნქცია DDB _ ამორტიზაციის გამოანგარიშება ნაშთის კლებადობის მეთოდით ამ ფუნქციით ამორტიზაციის თანხა გამოიანგარიშება ნაშთის შემცირების (კლებადობის) მეთოდით, შემდეგი ფორმულით:
სადაც
აჩქარებული ამორტიზაციის გაანგარიშებისას ამორტიზაციის კოეფიციენტი 2-ის ტოლია. დანარჩენ შემთხვევაში ეს არგუმენტი შეიძლება გამოტოვებულ იქნეს. ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია: =DDB(cost,salvage,life,Period, Factor). ამოცანა დანადგარის საბალანსო ღირებულება 1500 ლარია, მისი ექსპლუატაციის ვადა 6 წელია, ხოლო სალიკვიდაციო ღირებულება 200 ლარი. გამოვთვალოთ ამორტიზაცის თანხა დაზგის ექსპლუატაციის პირველ და მეოთხე წელს. ამოხსნა მოცემულია – საბალანსო ღირებულება cost=1500 ლარი; სალიკვიდაციო ღირებულება salvage=200 ლარი; ექსპლოატაციის ვადა life=6 წელი; პერიოდი Period=1 ან 4. ამ ამოცანისთვის DBB ფუნქცია ასე ჩაიწერება: =DDB(1500,200,6,1). ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ ამორტიზაცის თანხა დაზგის ექსპლუატაციის პირველ და მეოთხე წელს შესაბამისად შეადგენს 500 და 148,14 ლარს. |