1.2.3. ფუნქცია DB _ ამორტიზაციის გამოანგარიშება ფიქსირებული ნორმით ამ ფუნქციით გამოითვლება ამორტიზაცია მუდმივი, ფიქსირებული ნორმით. ფუნქციის მნიშვნელობა გამოითვლება ფორმულით:
სადაც
ამორტიზაციის თანხა ძირითადი საშუალების ექსპლუატაციის პირველ წელს, გამოითვლება ფორმულით:
სადაც
ამორტიზაციის თანხა ძირითადი საშუალების ექსპლუატაციის ნებისმიერ წელს, გამოითვლება ფორმულით:
სადაც
ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია: =DB(cost,salvage,life,Period, Month). ამოცანა საწარმომ, ახალ შეძენილი დანადგარის ამუშავება დაიწყო აპრილის თვეში. დანადგარის საბალანსო ღირებულება შეადგენს 1500 ლარს, ექსპლუატაციის ვადა 6 წელს, ხოლო სალიკვიდაციო ღირებულება 200 ლარს. გამოვთვალოთ ამორტიზაცია დაზგის ექსპლუატაციის პირველ და მეოთხე წელს. ამოხსნა მოცემულია – საბალანსო ღირებულება cost=1500 ლარი; სალიკვიდაციო ღირებულება salvage=200 ლარი; ექსპლოატაციის ვადა life=6 წელი; პირველ წელს ექსპლოატაციაში შეყვანის თვეა აპრილი ე.ი. Month=4; periodi Period=1 ან 4. ამ ამოცანისთვის DB ფუნქცია ასე ჩაიწერება: =DB(1500,200,6,1,4), =DB(1500,200,6,4). ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ დაზგის ექსპლუატაციაში გაშვების პირველი წლის ბოლოს ამორტიზაციის თანხა შეადგენს 142,5 ლარს, მეოთხე წელს კი – 156,26 ლარს. |