1.1.10. ფუნქცია PPMT _ კონკრეტულ პერიოდში გადასახდელი ძირითადი თანხის გამოანგარიშება

ამ ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი და გაანგარიშების ჩატარების წესი IPMT ფუნქციის იდენტურია. ამიტომ წინა ამოცანის პირობებში  პერიოდების მიხედვით გადასახდელი ძირითადი თანხის მნიშვნელობების გამოსათვლელად IPMT ფუნქცია ასე ჩაიწერება:

=PPMT(13%12,1,3,8000) პირველი პერიოდისთვის;

=PPMT(13%12,2,3,8000) მეორე პერიოდისთვის;

=PPMT(13%12,3,3,8000) მესამე პერიოდისთვის.

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ გადასახდელი ძირითადი თანხის მნიშვნელობა პერიოდების მიხედვით იქნება: პირველი პერიოდის შემდეგ 2638 ლარი, მეორე პერიოდის შემდეგ 2666,56 ლარი და მესამე პერიოდის შემდეგ 2695,46 ლარი.