საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშების

მეთოდები და ალგორითმები

 

ფინანსური მათემატიკის მეთოდები პირობითად ორ კატეგორიად იყოფა: ბაზური და გამოყენებითი.

ფინანსურ გაანგარიშებათა ბაზურ მეთოდებს მიეკუთვნება:

1. მარტივი და რთული პროცენტები, როგორც ზრდადი და დისკონტირებული გადასახადების საფუძველი;

2. გადასახადთა თანამიმდევრული გაანგარიშებები, როგორც სხვადასხვა ფინანსურ რენტათა საფუძველი;

ფინანსურ გაანგარიშებათა გამოყენებით მეთოდებს მიეკუთვნება:

1.   საფინანსო-საკრედიტო ოპერაციების დაგეგმვა და ეფექტურობის შეფასება;

2.   ხანგრძლივ ვალდებულებათა დაფარვის დაგეგმვა;

3.   იპოთეკური  და სამომხმარებლო სესხების დაფარვის დაგეგმვა;

4.   საფინანსო ოპერაციები, დაკავშირებული ფასიან ქაღალდებთან;

5.   ლიზინგის, ფაქტორინგული და ფერფოიტინგული საბანკო ოპერაციები;

6.   კომერციული პროექტების შეფასება.

საფინანსო გაანგარიშებების საფუძველია ფულის ნიშნების ღირებულების არაერთგვაროვნება. იგულისხმება, რომ მოცემულ მომენტში გარკვეული თანხის ფასი მეტია იმაზე, რაც იქნება ამავე თანხის ფასი მომავალში. აბსოლუტური მნიშნელობით ტოლი თანხების არაერთგვაროვნება დაკავშირებულია იმასთან, რომ შეიძლება მოცემულ მომენტში არსებული ფულადი სახსრების ინვესტირება, რის შედეგად მომავალში მიღებული იქნება მოგება.

ჩამოვაყალიბოთ საფინანსო გაანგარიშებებში გამოყენებული ძირითადი ცნებები[4]:

პროცენტი სასესხო გადასახადი, რომელიც მსესხებელმა უნდა შეიტანოს კრედიტით სარგებლობისათვის [1]. საბანკო პროცენტი არის კომერციული ბანკების მოკლევადიან კრედიტებზე, ან ფულადი ბაზრის საინვესტიციო დილერების მინიმალური პროცენტი[2].

საპროცენტო განაკვეთი ) დროის ფიქსირებულ ინტერვალში მიღებული  შემოსავლის შეფარდებითი სიდიდე, ) პროცენტული გადასახადების შედარებითი სიდიდე, რომელსაც მსესხებელი უხდის კრედიტორს დროის გარკვეულ პერიოდში(თვე, წელი). იგი შეიძლება გამოისახოს პროცენტის ან ათწილადი რიცხვის სახით[3].

დარიცხვის პერიოდი დროის ინტერვალი, რომლის განმავლობაში პროცენტული განაკვეთი ფიქსირდება კრედიტორსა და მსესხებელს შორის შეთანხმებულ დონეზე[2].

პროცენტების კაპიტალიზაცია პროცენტების შესაბამისი თანხის სისტემატური მიერთების პროცედურა იმ ფულად თანხებთან, რომლის მიმართ ეს პროცენტი იყო გასაზღვრული.

დისკონტირება დანახარჯების მომავალი ხარჯების დაყვანა ამჟამინდელი პერიოდის მნიშვნელობამდე, ანუ მომავალში (სესხის ბოლოს) დადგენილი გადასახდელი თანხიდან, სესხის საწყისი თანხის ვივალენტის დადგენა [1].

გაზრდა _ პროცენტის კაპიტალიზაციასთან დაკავშირებით პირვანდელი თანხის გაზრდა[3].

საფინანსო გაანგარიშებებში  გამოიყენება შემდეგი სახის საპროცენტო განაკვეთები:

·        დარიცხვის ბაზის მიხედვით მარტივი პროცენტები და რთული პროცენტები;

·        გაანგარიშების პრინციპების მიხედვით დეკურსული განაკვეთი  და სააღრიცხვო განაკვეთი[2];

·        კონტრაქტის მოქმედების პერიოდში საპროცენტო განაკვეთის მუდმივობის მიხედვით, ფიქსირებული და მცოცავი.