ამოცანა მოსალოდნელი შემოსავლების გაანგარიშება ცვლადი საპროცენტო განაკვეთების შემთხვევაში

დავუშვათ, კომერციული საქმიანობისთვის საწყისი კაპიტალი 5 ათასი ლარია. შემოსავალი იზრდება რთული პროცენტების სქემით. კომერციული საქმიანობის ხანგრძლივობაა 5 დღე (პერიოდების რაოდენობა ხუთია). ყოველი პერიოდის ბოლოს მოსალოდნელია შემოსავლის ზრდა განსხვავებული პროცენტებით. ჩვენთვის ცნობილია შემოსავლის ზრდის პროცენტების მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობები. საჭიროა გამოვიანგარიშოთ მოსალოდნელი შემოსავალი.

ამ ტიპის ამოცანა ამოვხსნათ Solver-ით FVSCHEDULE ფუნქციის გამოყენებით.

 მოც: ინვესტიცია Principal=5 ათასი ლარი

     პროცენტი1 Pro1min, Pro1max;

     პროცენტი2 Pro2min, Pro2max;

     პროცენტი3 Pro3min, Pro3max;

     პროცენტი4 Pro4min, Pro4max;

     პროცენტი5 Pro5min, Pro5max.

დავაპროექტოთ ცხრილი და ჩავწეროთ მასში საწყისი მონაცემები/ცხრ. 2.9/.

ცხრილი 2.9

მოსალოდნელი შემოსავალის გაანგარიშება ცვლადი საპროცენტო განაკვეთების შემთხვევაში

უცნობები

Min

Max

მოძებნილი მნიშვნელობები

მოსალოდნელი შემოსავალი სარგებლის ჩათვლით

investicia

5000

5000

 

=FVSCHEDULE(D2,D3:D7)

procenti1

4%

7%

 

 

procenti2

3%

6%

 

 

procenti3

5%

7%

 

 

procenti4

2%

6%

 

 

procenti5

3%

5%

 

 

გაანგარიშების შედეგად მივიღებთ, რომ მაქსიმალური შემოსავალი 6753.65 ლარია, ხოლო მინიმალური 5908.36 ლარი. რეალობაში შეგვიძლია ვიმსჯელოთ მოსალოდნელ შემოსავალზე, რომელიც მოთავსებული იქნება მინიმალურ და მაქსიმალურ მნიშვნელობებს შორის. მაგალითად, რა პირობებშია მოსალოდნელი 6200 ლარის მიღება? გაანგარიშების შედეგები მოცემულია ცხრილში/2.10/:

ცხრილი 2.10 

მოსალოდნელი შემოსავალის გაანგარიშება ცვლადი საპროცენტო განაკვეთების შემთხვევაში

უცნობები

Min

Max

მოძებნილი მნიშვნელობები

მოსალოდნელი შემოსავალი სარგებლის ჩათვლით

ინვესტიცია

5000

5000

5000

6200

პროცენტი1

4%

7%

5%

 

პროცენტი2

3%

6%

4%

 

პროცენტი3

5%

7%

6%

 

პროცენტი4

2%

6%

3%

 

პროცენტი5

3%

5%

4%

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პირველი ამოცანის მაგალითზე განვიხილოთ Solver-ით მიღებული ანგარიშების სტრუქტურა და შინაარსი.