ამოცანა – ინვესტიციური პროექტების ეფექტიანობის შეფასება დისკონტის მნიშვნელობები 10%-დან 13%-მდეა. ინვესტიციათა მნიშვნელობები მოთავსებულია დიაპაზონში 45000-დან 55000-მდე ლარი, ხოლო მოსალოდნელი შემოსავლები მოთავსებულია დიაპაზონში: 15000-18000, 20000-25000, 22000-26000 ლარი. საბაზრო განაკვეთი 15%-ია. საჭიროა გავიგოთ: 1. რას უდრის ინვესტირებით მიღებული შემოსავალი ინვესტირების და მოსალოდნელი შემოსავლების მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობეის დროს; 2. ინვესტირებათა დასაშვები მნიშვნელობების დიაპაზონიდან შერჩეული ინვესტირების მოცულობისას როგორი უნდა იყოს მოსალოდნელი შემოსავლები; 3. დავადგინოთ ასეთი ინვესტირების ეფექტურობა. ამოხსნა მოცემულია: დისკონტი RATEmin=10%, RATEmax=13%; ინვესტიცია Value1min=-45000, Value2max=-55000; Value2min=15000, Value2max=18000; Value3min=20000, Value3max=25000; Value4min=20000, Value3max=26000. ამოცანა ამოვხსნათ NPV ფუნქციით Solver-ის გამოყენებით. საწყისი მონაცემები ჩავწეროთ ცხრილში 2.5. ცხრილი 2.5
მოსალოდნელი შემოსავლის უჯრაში ჩავწეროთ NPV ფუნქცია არგუმენტებით =NPV(-D3,D4:D7) გამოვიძახოთ პროგრამა Solver. გამოვა ფანჯარა, რომელშის ველებში ჩავწეროთ ამოცანის პირობები/სურ.2.13/. |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
![]() სურ.2.13. ფანჯარაში Solver Parameters ჩავწერეთ ამოცანის პირობები |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გამოვიანგარიშოთ NPV-ს მნიშვნელობები ინვესტირებისა და მოსალოდნელი შემოსავლების მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობებისთვის. გაანგარიშების შედეგად მივიღებთ: NPVmax= 165790 ლარი/ცხრ. 2.6./ NPVmin=126440 ლარი/ცხრ. 2.7/. შესაბამისად IRRmax=9.1% , IRRmin=10.2%. ორივე შემთხვევაში ინვესტირება ეფექტური არ არის - IRR<15%. საჭიროა მოძენილ იქნეს ინვესტირებისა და მოსალოდნელი შემოსავლების ის ვარიანტი, როდესაც IRR>საბაზრო განაკვეთი (15%)
NPV-ს მნიშვნელობა შერჩეულ უნდა იქნეს დიაპაზონში 126,44>NPV<165,79 დაუშვათ, ავარჩიეთ NPV=150. გვაინტერესებს ამ შემთხვევაში როგორი უნდა იყოს ინვესტიცია, შემოსავლები და დისკონტის პროცენტი? Solver-ით გაანგარიშების შედეგი მოცემულია ცხრილში 2,8.
ამ შემთხვევაში IRR ფუნქციით გამოვიანგარიშოთ ინვესტირების ეფექტურობა - IRR=14.67%. გამოდის, რომ ინვესტირება ეფექტური არ არის იმიტომ, რომ IRR<საბაზრო განაკვეთზე (15%) შევარჩიოთ სხვა ვარიანტი, თუ NPV=155, მაშინ IRR=16% და ინვესტირება ეფექტურია, იმიტომ, რომ IRR>საბაზრო განაკვეთზე (15%).
|