ამოცანა – მოსალოდნელი შემოსავლის გაანგარიშება მუდმივი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში განხილულ ამოცანებში FV ფუნქციით მოსალოდნელი შემოსავლების გაანგარიშების დროს ჩვენთვის ცნობილი იყო არგუმენტების Rate, Nper, Pmt, PV მნიშვნელობები და მათ საფუძველზე ვანგარიშობდით FV-ს მნიშვნელობას. განვიხილოთ ის სიტუაცია, როდესაც ჩვენთვის ცნობილია არგუმენტების მნიშვნელობების ცვლილების დიაპაზონი. ჩვენი მიზანია, დავადგინოთ მოსალოდნელი შემოსავლის სასურველი მნიშვნელობა. მოცემულია არგუმენტების მნიშვნელობათა ცვილილების დიაპაზონი: Rate(Ratemin, Ratemax); Nper(Npermin, Npermax); Pmt(Pmtmin, Pmtmax); PV(PVmin, PVmax); საჭიროა ვიპოვოთ FVmin, FVmax ან FV-ს სასურველი მნიშვნელობა. დავუშვათ, გვსურს კომერციული საქმიანობის განხორციელება, კერძოდ, წალკის რაიონში ვყიდულობთ კარტოფილს და ვყიდით თბილისში. სტატისტიკური დაკვირვებით ცნობილია გვიანი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში 1კგ. კარტოფილის რეალიზაციის ფასის ცვლილების დიაპაზონი 0.7 ლარიდან – 1.20 ლარამდეა. ადგილზე კარტოფილის შეძენის ფასი 0.60 ლარია. ჩვენ ხელთ არსებული სატრანსპორტო საშუალებით შეგვიძლია წამოვიღოთ 300კგ-დან 500კგ-მდე, რომელიც რეალიზებული იქნება ორ დღეში. ჩვენ შეგვიძლია სამჯერ გავიმეორეთ ეს ოპერაცია, ანუ ერთი პერიოდის ხანგრძლივობა 2 დღეა, ხოლო პერიოდების რაოდენობა: Npermin=1, Npermax=3. ჩვენი საქმიანობის თავისებურებაა ის, რომ პირველი პერიოდის რეალიზაციის შედეგად მიღებული სრული თანხით (300კგ-ის შესაძენად საჭირო თანხა – 180 (PV=180) ლარი, და რეალიზაციის შედეგად მიღებული მოგების თანხით შეგვიძლია კარტოფილის ახალი პარტიის შეძენა და ა.შ. ანუ ჩვენი შემოსავალი რთული პროცენტების სქემით იზრდება. სატრანსპორტო და სხვა ხარჯების და რეალიზაციის ფასის გათვალისწინებით, ყოველი პერიოდის ბოლოს ჩვენი ძირითადი შემოსავალი შეიძლება გაიზარდოს 5%-დან 55%-მდე, ანუ Ratemin=5%, Ratemax=55%. Eყოველი პერიოდის შემდეგ დამატებით კაპიტალურ დაბანდებას არ ვახორციელებთ, Pmt=0. დავაპროექტოთ ცხრილი და ჩავწეროთ აქ მოტანილი საწყისი მნიშვნელობები.
მოსალოდნელი შემოსავლის უჯრაში ჩავწეროთ FV ფუნქცია არგუმენტებით =FV(D3,D4,-D5,-D6). · გამოვიძახოთ პროგრამა Solver. გამოვა ფანჯარა, რომელშიც ჩავწეროთ იმ უჯრების მისამართები, სადაც სისტემის მიერ ჩაწერილ უნდა იქნეს ცვლადების: Rate, Nper, Pv, Pmt მნიშვნელობები და ჩავწეროთ შეზღუდვები/სურ. 2.12/; |
![]() სურ. 2.12. ჩაწერილია ამოცანის პირობები |
· გამოვიანგარიშოთ FV-ს მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობები. ისინი ტოლია 1117.16 და 189 ლარის. FV-ს მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობების მოძებნის შემდეგ ამ მნიშვნელობათა დიაპაზონიდან შეიძლება შეირჩეს FV-ს სასურველი მნიშვნელობა. მაგ., გვაინტერესებს არგუმენტების მნიშვნელობები, მაშინ როდესაც მოსალოდნელი შემოსავალი FV=500 ლარია. გაანგარიშების შედეგად მივიღებთ/ცხრ. 2.4/: ცხრილი 2.4
ამ მაგალითში შეიძლება შეცვლილ იქნეს საწყისი მნიშვნელობები და მათ მიხედვით გამოვიანგარიშოთ FV მნიშვნელობა.
|