$2.4. სისტემის შეტყობინებანი გადაწყვეტილების მიღების პროცესების მოდელირებისას

დიალოგურ ფანჯარაში Solver Results გამოდის შეტყობინებები:

·        Solver found a solition. All konstraints and optimality conditions are satisfied _ სისტემამ შედეგი მოძებნა. Yყველა პირობა დაკმაყოფილებულია. დიალოგურ ფანჯარაში  Solver Options დაყენებული ყველა პარამეტრი დაკმაყოფილებულია და მიზნის ფუნქციის მნიშვნელობა მოძებნილია

·      Solver has converged to the current solution. All konstraints and satisfied _ მიღებული შედეგი კრებადია. Yყველა პირობა დაკმაყოფილებულია. სისტემამ შეიძლება უკეთეს შედეგს მიაღწიოს, თუ ამოსახსნელად მეტი დრო იქნება გამოყოფილი.

შედეგის მიუღებლობის შემთხვევაში დიალოგურ ფანჯარაში  Solver Results გამოდის შეტყობინებები:

·     Solver cannot improve the current solution.  All constraint are satisfied _ შეუძლებელია მიმდინარე მნიშვნელობის გაუმჯობესება. Yველა პირობა დაკმაყოფილებულია. მიმდინარე მიახლოებითი მნიშვნელობა მოძებნილია, მაგრამ იტერაციათა შედეგად ვერ იძებნება მნიშვნელობათა საუკეთესო ვარიანტი, რაც მოცემულია საწყის მნიშვნელობებში. სიზუსტის გაზრდა შეუძლებელია, ან დაყენებული სიზუსტე უხეშია. Dდიალოგურ ფანჯარაში Solver Options შეეცადეთ შეცვალოთ დაყენებული სიზუსტე და განმეორებით გაუშვით ამოცანა ამოხსნაზე.

·       Stop chosen when the maxsimum time limit was reached _ ამოხსნის პროცესი შეჩერებულია ამოხსნისთვის გამოყოფილი დროის  ლიმიტის ამოწურვის გამო. შეგიძლიათ დაიმახსოვროთ მნიშვნელობები ან სცენარი.

·        Stop chosen when the maxsimum iteration limit was reached _ ამოხსნის პროცესი შეჩერებულია ამოხსნისთვის  გამოყოფილ იტერაციათა მაქსიმალური რაოდენობის ლიმიტის ამოწურვის გამო. Pპრობლემის გაგების მიზნით, გამოიკვლიეთ მიღებული შედეგი. შეგიძლიათ დაიმახსოვროთ მნიშვნელობები ან სცენარი.

·        The Set Target Cell values dokumenti not converge _ შედეგი კრებადი არ არის. საშედეგო მნიშვნელობის ცვლილება არ კავშირდება მაშინაც კი, როცა შეზღუ-დვები დაკმაყოფილებულია. დააზუსტეთ შეზღუდვები. დააფიქსირეთ ერთ-ერთი მიღებული შედეგი და შეადარეთ სხვა მიღებულ შედეგებს შეზღუდვათა სხვადასხვა მნიშვნელობისა და შეზღუდვათა ერთობლიობისთვის.

·      Solver could not find a feasible solution _ სისტემა ვერ  პოულობს შედეგს Mმოცემული შეზღუდვებისა და სიზუსტის პირობებში. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შეზღუდვები თავსებადი არ არიან. გააანალიზეთ შეზღუდვების მიცემის ფორმულები ან თვით შეზღუდვები.

·         Solver stipped at user`s request _ ამოხსნის პროცესი შეჩერებულია მომხმარებლის მიერ.

·         The conditions for Assume Linear Model are not satisfied _ მოცემული პირობებით წრფივი მოდელის დაკმაყოფილება ვერ ხორციელდება. სისტემის მიერ განხორციელებული გაანგარიშების შედეგები თავსებადი არ არის წრფივ მოდელთან. Aმოხსნა შეუძლებელია. Aამოცანის არაწრფივობაზე შესამოწმებლად მონიშნეთ ნიშნაკი "ავტომატური მასშტაბირება და განმეორებით შეასრუ-ლეთ გაანგარიშებები.

·    Solver encountered an error value in a target or copnstraint cell _ აღმოჩენილ იქნა შეცდომა შეზღუდვებში ან დამისამართებაში. შეზღუდვების დაწერისას გამოყენებული იყო  არასწორად დაწერილი ფორმულა ან დიაპაზონის არარსებული სახელი, ან დაწერილი იყო "მთელი რიცხვი”, ან "ორობითი”.

·        There is not enough memory avialable to solve the problem _ მანქანის მახსოვრობა საკმარისი არ არის.