$2.2. გადაწყვეტილების მიღების პროცესის მოდელირება ერთი ცვლადის შემთხვევაში

1.   გამოყავით უჯრები და ჩაწერეთ ფორმულაში გამოყენებული კოეფიციენტების მნიშვნელობები;

2.   გამოყავით უჯრა და ჩაწერეთ მასში ფორმულა;

3.   გამოყავით უჯრა X-ის მოძებნილი მნიშვნელობის ჩასაწერად;

4.   მიეცით ბრძანება Coal Seek. გამოვა დიალოგური ფანჯარა Coal Seek/სურ. 2.6/;

5.   დიალოგური ფანჯრის ველში Set Cell ჩაწერეთ იმ უჯრის მისამართი, რომელშიც ფორმულაა ჩაწერილი;

6.   დააჭირეთ თითი კლავიშს Tab. კურსორი გადავა ველში To Value. შეიტანეთ ამ ველში Y-ის სასურველი მნიშვნელობა.

7.   დააჭირეთ თითი კლავიშს Tab. კურსორი გადავა ველში By Changing Cell. შეიტანეთ იმ უჯრის მისამართი, რომელშიც უნდა ჩაიწეროს X-ის მოძებნილი მნიშვნელობა/სურ.2.6/;

8.      დააჭირეთ ღილაკს OK.

სურ.2.6. დიალოგურ ფანჯარაში შევიტანეთ მონაცემები

იტერაციული პროცესის დამთავრების შემდეგ დიალოგურ ფანჯარაში Goal Seek Status (შერჩევის შედეგები) გამოვა შეტყობინება, რომ Y-ის მნიშვნელობაა ჩვენ მიერ მიცემული რიცხვი და გაანგარიშების ფორმულა ჩაწერილია ჩვენ მიერ მითითებულ უჯრაში, ხოლო შედეგი, X-ის მოძებნილი მნიშვნელობა ჩაიწერება ჩვენ მიერ მითითებულ უჯრაში/სურ. 2.7./.

Y-სთვის X-ის მნიშვნელობების შერჩევას სისტემა ახორციელებს ფორმულაში X-ის მნიშვნელობების ჩასმით. იტერაციათა რაოდენობა და X-ის ცვლილების ბიჯი მიეცემა ბრძანებით Options მენიუდან Tools. სისტემაში გაჩუმებით ჩადებულია იტერაციათა რაოდენობა 100 და Y-ის მნიშვნელობების გამოანგარიშება 0,001 სიზუსტით.

სურ. 2.7. დიალოგურ ფანჯარაში მივიღეთ შედეგი

მაგალითი

დავუშვათ, ფირმამ განახორციელა გეგმის პროექტის მრავალვარიანტული მოდელირება პრინციპით "საწყისი სიტუაციაშედეგი (გამოიანგარიშა მასალების დანახარჯი) და დაადგინა, რომ მოცემულ პირობებში პროდუქციის ერთეულის დასამზადებლად ნედლეულის ხარჯი 4,85 ლარი შეიძლება იყოს, ხოლო მუდმივი დანახარჯები 16,20 ლარი.

მოც. B=16.20

         M=4.85

         N=3

         P=11.23

პროდუქციის ერთეულის დასამზადებლად გაწეული მუდმივი დანახარჯებია;

M _ პროდუქციის ერთეულის დასამზადებლად გაწეული ნედლეულის ხარჯი;

N დღეში დამზადებული პროდუქციის რაოდენობა;

P – პროდუქციის ერთეულის რეალიზაციის შედეგად მიღებული მოგება ბიუჯეტში სავალდებულო გადასახადების გარეშე.

საჭიროა, გამოვიანგარიშოთ პროდუქციის ერთეულის რეალიზაციით მიღებული მოგება სარეალიზაციო ფასის სხვადასხვა მნიშვნელობისთვის. რეალიზაციის შედეგად მიღებული მოგება იანგარიშება ფორმულით P=C*N(B - M).

ბუნებრივია, რეალურ სისტემებში მოგების გაანგარიშება სხვა ალგორითმით ხორციელდება.

1.   გამოყავით უჯრები A2:A4 და ჩაწერეთ ფორმულაში გამოყენებული კოეფიციენტების მნიშვნელობები: A2 უჯრაში ჩაწერეთ გამოსაშვები პროდუქციის რაოდენობა N,   A3 უჯრაში ჩაწერეთ მუდმივი დანახარჯები, A4-ში კი ნედლეულის ხარჯი/სურ.2.7/;

2.   გამოყავით A1 უჯრა X-ის (სარეალიზაციო ფასის) სისტემის მიერ მოძებნილი მნიშვნელობის ჩასაწერად;

3.      მიეცით ბრძანება Coal Seek მენიუდან Tools. Gგამოვა დიალოგური ფანჯარა Coal Seek;

4.   დიალოგური ფანჯრის ველში Set Cell ჩაწერეთ იმ უჯრის მისამართი, რომელშიც ფორმულაა ჩაწერილი, კერძოდ, B6 უჯრა;

5.   დააჭირეთ თითი კლავიშს Tab. კურსორი გადავა ველში To Value. შეიტანეთ ამ ველში  Y-ის (მოგების) სასურველი მნიშვნელობა/სურ.2.7/;

იტერაციათა რაოდენობის და გამოთვლების სიზუსტის შეცვლა

·        მიეცით ბრძანება Options მენიუდან Tools. გამოვა დიალოგური ფანჯარა  Options;

·        დიალოგურ ფანჯარაში მონიშნეთ ჩანართი Calculator;

·        ველში Maximum iterations შეიტანეთ იტერაციათა მაქსიმალური რაოდენობა;

·        ველში Maximum change შეიტანეთ ცდომილების მნიშვნელობა;

·        დააჭირეთ ღილაკს OK.

ხანგრძლივი გამოთვლების შემთხვევაში იტერაციული ციკლი შეიძლება შევაჩეროთ ღილაკით Pause დიალოგურ ფანჯარაში  Goal Seek Status. იტერაციული პროცესი ბიჯურ რეჟიმში შეიძლება შემოწმებულ იქნეს ღილაკით Step.