$2.1. მრავალვარიანტული გაანგარიშებების

შესრულება

დავუშვათ, ფირმის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, აითვისოს ახალი სახის პროდუქციის წარმოება და არსებულის ნაცვლად დაიწყოს მისი გამოშვება. ახალი პროდუქცია არსებულისგან განსხვავდება უკეთესი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით. ფირმას შეუძლია ახალი პროდუქციის ინვესტირებისთვის გამოყოს გარკვეული თანხა. ფირმის მარკეტინგის განყოფილებამ ბაზრის შესწავლის შედეგად განსაზღვრა პროდუქციის რეალიზაციით სავარაუდო შემოსავლები უხლოესი სამი წლის განმავლობაში წლების მიხედვით. შესაბამისად განსაზღვრულ იქნა დანახარჯები და   მოგება. რეალიზაციის მოსალოდნელი მოცულობების განსაზღვრისას ფირმის სპეციალისტები ექსპერტები ვარაუდობენ ყოველწლიურად შემოსავლის ზრდას გარკვეული პროცენტით. ამავე დროს  ვარაუდობენ, რომ პირველი წლის ბოლოს რეალიზაციით მიღებული შემოსავალი (საწყისი თანხა პლუს რეალიზაციით მიღებული ნაზრდი თანხა) სრულად იქნება დახარჯული მომავალ წელს პროდუქციის გამოსაშვებად. ცხადია, ეს ამოცანა გამარტივებულია, მაგრამ ჩვენი მიზნისთვის ვაჩვენოთ მრავალვარიანტული გაანგარიშებების შესრულების ტექნიკა და ტექნოლოგია, მისი პროგრამული გადაწყვეტა მისაღებია.

ამრიგად, ცნობილია საწყისი ინვესტიცია ათას ლარებში PV ინვესტირების პერიოდების რაოდენობა – 3 წელი, Nper=3,  შემოსავლის ზრდა ფიქსირდება წლის ბოლოს სამი წლის განმავლობაში ყოველწლიურად შემოსავალი იზრდება ერთი და იმავე პროცენტით. ჩვენი ამოცანაა, გამოვიანგარიშოთ მოსალოდნელი შემოსავალი სამი წლის შემდეგ  შემოსავლის ზრდის განსხვავებული საპროცენტო განაკვეთებისას. ამრიგად, ყოველწლიურად შემოსავლის ზრდის პროცენტი Rate  ცვლადი სიდიდეა და განისაზღვრება ექსპერტის მიერ. საყრდენი გეგმა შემდეგია: PV=40 ათას ლარს; Nper=3; Rate=12%;  საჭიროა გამოვიანგარიშოთ მოსალოდნელი შემოსავალი FV.

დასმული ამოცანა ამოვხსნათ პროგრამული პაკეტით Scenarios. მოსალოდნელი შემოსავლების გაანგარიშებისთვის გამოვიყენოთ ფინანსური ფუნქცია FV. პროგრამული პაკეტით Scenarios მრავალვარიანტული გაანგარიშებების შესასრულებლად წინასწარ გამოყოფილ უჯრებში ჩაწერეთ საწყისი მნიშვნელობები. უჯრაში, სადაც გაანგარიშების შედეგი უნდა მიიღოთ, ჩაწერეთ გაანგარიშების ფორმულა. ჩვენ შემთხვევაში ფურცელზე სახელით "gverdi" a2:d2 უჯრებში ჩაწერეთ ცვლადების PV, Pmt, Nper, Rate მნიშვნელობები, ხოლო E2 უჯრაში ჩაწერეთ FV ფუნქცია. მონიშნეთ a2:d2 დიაპაზონი და   მიეცით ბრძანება Scenarios. გამოვა დიალოგური ფანჯარა/სურ.2.3/.

სურ. 2.3. ფანჯარა Scenario Manager

დიალოგურ ფანჯარაში დააჭირეთ ღილაკს ADD. გამოვა  ფანჯარა/სურ.2.4/. ველში Scenario name ჩაწერეთ გეგმის ვარიანტის სახელი. ველში Changing cells სისტემის მიერ ჩაწერილია ჩვენ მიერ მონიშნული დიაპაზონის მისამართი, რომელშიც იწერება ცვლადი მაჩვენებლების მნიშვნელობები.

      სურ. 2.4. ფანჯარა Add Scenario

OK ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოვა დიალოგური ფანჯარა/სურ.2.5/. მასში ჩაწერეთ ცვლადების სავარაუდო მნიშვნელობები და დააჭირეთ ღილაკს ADD. გამოვა დიალოგური ფანჯარა Scenario Maneger. ჩაწერეთ გეგმის ვარიანტის სახელი და დააჭირეთ ღილაკს OK. დიალოგურ ფანჯარაში Scenario Values ჩაწერეთ ცვლადების ახალი მნიშვნელობები და .. გეგმის ვარიანტების ფორმირების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს Summary. შეიქმნება ფურცელი სახელით "Scenario Summary", რომელშიც ნაჩვენებია მრავალვარიანტული გაანგარიშებების შედეგები.

სურ. 2.5. დიალოგური ფანჯარა ცვლადების მნიშვნელობების ჩასაწერად

დიალოგურ ფანჯარაში Scenario Maneger, უჯრების მისამართების ნაცვლად, სახელებია ჩაწერილი. სახელი იმ შემთხვევაში იწერება, თუ უჯრებს სახელი აქვთ დარქმეული. შეგახსენებთ, რომ უჯრისთვის დიაპაზონისთვის სახელის დასარქმევად მიეცით ბრძანება Inseert/Name/Define და გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში ჩაწერეთ სახელი.

    გეგმის პროექტის შემუშავებისას გეგმის ცალკეული განყოფილების პროექტის შესადგენად ფირმის  ფუნქციონალური განყოფილებები ადგენენ გეგმის ვარიანტების ფორმირების სცენარებს და ამ სცენარით ახორციელებენ გაანგარიშებებს. Gგაანგარიშების შედეგები (გეგმის ვარიანტები) ზოგადად Excel-ის წიგნის სხვადასხვა ფურცელზეა ჩაწერილი. მათი გაერთიანება ერთიან ანგარიშში ხორციელდება ბრძანებით Merge დიალოგურ ფანჯარაში Scenario Meneger.

სცენარების პრინციპით საგეგმო გადაწყვეტილებათა მოდელირება ცენტრალიზებული დაგეგმვის და მართვის სისტემის ადეკვატური ასახვაა. დაგეგმვის პროცესის ეს მექანიზმი კომპიუტერების გარეშე იყო დახვეწილი და ათეული წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა სახალხო მეურნეობის მართვის სხვადასხვა დონეზე(საწარმო, დარგი, სახალხო მეურნეობა) ყოფილ სსრკ-ში. Excel-ში რეალიზებული გეგმის ფორმირების ეს მექანიზმი ეფექტურად გამოიყენება ფირმის, კომპანიის სტრატეგიული, მიმდინარე გეგმების ფორმირებისას.