1.3.7. ფასიანი ქაღალდების რისკის გაანგარიშების ფუნქციები

1.3.23. ფუნქცია DURATION _ კუპონის პროცენტების პერიოდული ანაზღაურებისას ფასიანი ქაღალდების მოქმედების ხანგრძლივობის გამოანგარიშება

ამ ფუნქციით გამოითვლება პროცენტების პერიოდული ანაზღაურების მქონე ფასიანი ქაღალდების მოქმედების ხანგრძლივობა.

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია:

=DURATION(settlement, naturity, coupon, yId, frequency, basis),  ანუ

=DURATION(შეძენის თარიღი, დაფარვის თარიღი, კუპონი, შემოსავალი, დაფარვა, პერიოდულობა, ბაზა).

ამოცანა

ობლიგაცია შეძენილია 5.06.98 წელს, დაფარვის თარიღია 5.12.98 ელი, კუპონის საპროცენტო განაკვეთია 9%, წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 21%. კუპონების ანაზღაურება ხორციელდება წელიწადში 4-ჯერ. გამოვთვალოთ ობლიგაციის მოქმედების ხანგრძლივობა.

ამოხსნა

მოცემულია შეძენის თარიღი Settlement = 5.06.98;

     დაფარვის თარიღი Naturity = 5.12.98;

     კუპონის პროცენტი Coupon = 9%;

     წლიური პროცენტი YId = 21%;

      დაფარვის სიხშირე Frequency = 4;

    ბაზა Basis = 1.

ამ შემთხვევაში DURATION ფუნქცია ასე ჩაიწერება: =DURATION("5.06.98","5.12.98", 9%,21%,4,1).

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ ობლიგაციის მოქმედების ვადა შეადგენს 0,49 წელს, ანუ 176 დღეს.

1.3.24. ფუნქცია MDURATION _ კუპონის პროცენტების პერიოდული ანაზღაურებისას ფასიანი ქაღალდების მოქმედ-ების მოდიფიცირებული ხანგრძლივობის გამოანგარიშება

ამ ფუნქციით გამოითვლება იმ ფასიანი ქაღალდების მოქმედების ხანგრძლივობა, რომელთა ნომინალური ღირებულებაა 100 ლარი და პროცენტების ანაზღაურება პერიოდულად ხორციელდება.

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია:

=MDURATION(settlement, naturity, coupon, YId, frequency, basis),  ანუ

=MDURATION(შეძენის თარიღი, დაფარვის თარიღი, კუპონი, შემოსავალი, დაფარვა, პერიოდულობა, ბაზა).

ამოცანა

ობლიგაცია შეძენილია 5.06.98 ელს, დაფარვის თარიღია 5.12.98 ელი კუპონის საპროცენტო განაკვეთია 9%, წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 21%. კუპონების ანაზღაურება ხორციელდება წელიწადში 4-ჯერ. გამოვთვალოთ ობლიგაციის მოქმედების დრო.

ამოხსნა

მოცემულია შეძენის თარიღი Settlement = 5.06.98;

     დაფარვის თარიღი Naturity = 5.12.98;

     კუპონის პროცენტი Coupon = 9%;

     წლიური პროცენტი YId = 21%;

     დაფარვის სიხშირე Frequency = 4; ბაზა Basis = 1.

MDURATION ფუნქცია ასე ჩაიწერება: =MDURATION("5.06.98","5.12.98", 9%,21%,4,1).

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ ობლიგაციის მოქმედების ხანგრძლივობაა 0,47 წელი, ანუ 169 დღე (წელიწადში 360 დღე).