1.3.6. მოკლევადიანი ვალდებულებების გაანგარიშების ფუნქციები ამ ფუნქციებით ხდება ისეთი მოკლევადიანი ვალდებულებების გაანგარიშებები, რომლებისთვისაც პროცენტის ანაზღაურება პერიოდულად არ ხორციელდება. 1.3.22. ფუნქცია TBILLYIELD _ მოკლევადიანი ფასიანი ქაღალდებისთვის წლიური საპროცენტო განაკვეთის გამოანგარიშება ამ ფუნქციით გამოითვლება წლიური საპროცენტო განაკვეთი მოკლევადიანი ფასიანი ქაღალდებისთვის. ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია: =TBILLYIELD(settlement,naturity,pr), ანუ =TBILLYIELD(შეძენის თარიღი, დაფარვის თარიღი, ფასი) ფუნქციის მნიშვნელობა გამოითვლება ფორმულით:
სადაც
ამოცანა გამოვთვალოთ სახაზინო ობლიგაციის წლიური საპროცენტო განაკვეთი, თუ ობლიგაცია შეძენილია 1998 წლის 5 ივნისს 87 ლარად და დაფარვის თარიღია 1998 წლის 5 დეკემბერი. ამოხსნა მოცემულია _ შეძენის თარიღი Settlement = 5.06.98; დაფარვის თარიღი Naturity = 5.12.98; შეძენის ფასი Pr = 87 ლარი. ამ შემთხვევაში TBILLYIELD ფუნქცია ასე ჩაიწერება: =TBILLYIELD("5.06.98","5.12.98", 87). ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ ობლიგაციის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 39,39%-ს. |