1.3.5. თამასუქების და უკუპონო ობლიგაციების შემოსავლების, საპროცენტო განაკვეთების და სხვა გაანგარიშებების ფუნქციები

ამ ჯგუფში გაერთიანებული ფუნქციებით ხორციელდება თამასუქებისა და უკუპონო ობლიგაციების შემოსავლების, საპროცენტო განაკვეთის და სხვა გაანგარიშებები.

1.3.17. ფუნქცია INTRATE _ ფასიანი ქაღალდებისთვის დამატებითი შემოსავლის წლიური საპროცენტო განაკვეთის გამოანგარიშება პროცენტების არაპერიოდული ანაზღაურებისას მარტივი პროცენტების ფორმულით

ამ ფუნქციით გამოითვლება ფასიანი ქაღალდების დამატებითი შემოსავლის წლიური საპროცენტო განაკვეთი პროცენტების არაპერიოდული ანაზღაურებისას.

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია:

=INTRATE(settlement,naturity,invenstment,redemption, basis), ანუ

=INTRATE(გამოშვების თარიღი, დაფარვის თარიღი, ინვესტიცია, დაფარვა, ბაზა).

ფუნქციის მნიშვნელობა გამოიანგარიშება ფორმულით:

,                                                                     1.24 

სადაც  შეძენის ღირებულებაა;  

_ გასაყიდი ფასი;

 - ბაზა;

 _ დღეების რაოდენობა შეძენის თარიღსა და დაფარვის თარიღს შორის.   

ამოცანა

გამოვთვალოთ დამატებითი შემოსავლის წლიური საპროცენტო განაკვეთი, თუ უკუპონო ობლიგაცია გამოშვებული იყო 1998 წლის 5 ივნისს, დაფარვის თარიღია 1998 წლის 5 დეკემბერი, გაყიდვის ღირებულებაა 1000 ლარი, ხოლო ობლიგაცია შეძენილ იქნა 800 ლარად.

ამოხსნა

მოცემულია გამოშვების თარიღი  Settlement = 5.06.98;

             დაფარვის თარიღი Naturity = 5.12.98;

      შეძენის ღირებულება (ინვესტიცია) Invenstment = 800 ლარი;  

      გასაყიდი ღირებულება Redemption = 1000 ლარი;

            ბაზა Basis = 1.

INTRATE ფუნქცია ასე ჩაიწერება: =INTRATE("5.06.98","5.12.98", 800,1000, 1).

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ დამატებითი შემოსავლის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 47,28%-.

1.3.18. ფუნქცია RECEIVED _ დისკონტის გამოყენებისას ფასიანი ქაღალდების დაფარვის მომენტში მისაღები თანხის გამოანგარიშება

ამ ფუნქციით გამოითვლება  დისკონტის გამოყენებით მიღებული გაზრდილი თანხა ფასიანი ქაღალდების დაფარვის მომენტში.

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია:

=RECEIVED(settlement, naturity, invenstment, discount, basis), ანუ

=RECEIVED(შეძენის თარიღი, დაფარვის თარიღი, ინვესტიცია, ფასდაკლება, ბაზა).

ფუნქციის მნიშვნელობა გამოიანგარიშება ფორმულით:

,                                                                           1.25

სადაც  ინვესტირებული თანხაა;

 _ დისკონტის განაკვეთი(ფასდაკლება); 

  _ დღეების რაოდენობა გამოშვების თარიღსა და   დაფარვის თარიღს შორის;         

 _ ბაზა

ამოცანა

გამოვთვალოთ თამასუქით მიღებული თანხა(ძირითადი თანხა პლუს სარგებელი), თუ 1000 ლარის თამასუქი გაცემული იყო 1998 წლის 5 ივნისს და ანაზღაურებულ იქნა 1998 წლის 5 დეკემბერს 9%-იანი საპროცენტო განაკვეთით.

ამოხსნა

მოცემულია შეძენის თარიღი Settlement = 5.06.98;

     დაფარვის თარიღი Naturity = 5.12.98;      

     ინვესტირებული თანხა Invenstment = 1000 ლარი;  

     დისკონტის განაკვეთი Discount = 9%;

          ბაზა Basis = 1.

ამ შემთხვევაში RECEIVED ფუნქცია ასე ჩაიწერება: =RECEIVED("5.06.98","5.12.98",1000,  9%, 1).

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ თამასუქით მისაღები თანხა შეადგენს 1047,25 ლარს.

1.3.19. ფუნქცია YIELDDISC _ ისეთი ფასიანი ქაღალდების შემოსავლის წლიური საპროცენტო განაკვეთის გამოანგარიშება, რომლებზეც კუპონის პროცენტების ანაზღაურება არ ხორციელდება და აქვთ ფასდაკლება

ამ ფუნქციით გამოითვლება წლიური საპროცენტო განაკვეთი იმ ფასიანი ქაღალდების შემოსავლებიდან, რომლებზეც კუპონის პროცენტების ანაზღაურება არ ხორციელდება და აქვთ ფასდაკლება.

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია:

=YIELDDISC(settlement, naturity, pr, redemption, basis), ანუ

=YIELDDISC(შეძენის თარიღი, დაფარვის თარიღი, შეძენის ფასი, დაფარვის ფასი, ბაზა).

ფუნქციის მნიშვნელობა გამოითვლება ფორმულით:

,                                  1.26

სადაც  შეძენის ფასია;    

 _ დაფარვის ფასი;  

 _ დღეების რაოდენობა შეძების თარიღსა და დაფარვის თარიღს შორის;  _ ბაზა.    

ამოცანა

გამოვთვალოთ შემოსავლების წლიური საპროცენტო განაკვეთი, თუ 1998 წლის 5 ივნისს 800 ლარად  შეძენილი უკუპონო ობლიგაციის დაფარვა მოხდა 1998 წლის 5 დეკემბერს დაფარვის ღირებულებით 1000 ლარი.

ამოხსნა

მოცემულია შეძენის თარიღი  Settiement = 5.06.98;

   დაფარვის თარიღი Naturity = 5.12.98;

    შეძენის ფასი Pr = 800 lari;  

      დაფარვის Fფასი Redemption  = 1000 ლარი;

   ბაზა Basis = 1.

am SemTxvevaSi YIELDDISC funqcia ase Caiwereba: =YIELDDISC("5.06.98","5.12.98", 800,1000, 1).

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ შემოსავლების წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 4,98%-.

2.3.20. ფუნქცია DISC _ ფასიანი ქაღალდების ფასდაკლების პროცენტის გამოანგარიშება კუპონის პროცენტების არაპერიოდული ანაზღაურებისას

ამ ფუნქციით გამოითვლება  ფასიანი ქაღალდების ფასდაკლების პროცენტი, რომლებზეც არ ხორციელდება კუპონის პროცენტების არაპერიოდული ანაზღაურება.

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია:

=DISC(settlement, naturity,pr, redemption, basis),  ანუ

=DIშჩ(შეძენის თარიღი, დაფარვის თარიღი, შეძენის ფასი, დაფარვის ფასი, ბაზა).

ფუნქციის მნიშვნელობა გამოითვლება ფორმულით:

,                                  1.27

სადაც  ფასდაკლებაა;     

 _ დაფარვის ფასი;  

 _ დღეების რაოდენობა შეძების თარიღსა და დაფარვის თარიღს შორის;

 _ ბაზა

ამოცანა

გამოვთვალოთ  ფასდაკლების საპროცენტო განაკვეთი, თუ 1998 წლის 5 ივნისს 800 ლარად  შეძენილი უკუპონო ობლიგაციის დაფარვა მოხდა 1998 წლის 5 დეკემბერს დაფარვის ღირებულებით 1000 ლარი.

ამოხსნა

მოცემულია _ შეძენის თარიღი Settlement = 5.06.98;

     დაფარვის თარიღი Naturity = 5.12.98;

      შეძენის ფასი Pr = 800 ლარი;  

     დაფარვის ფასი Redemption  = 1000 ლარი;

     ბაზა Basis = 1.

ამ შემთხვევაში DISC ფუნქცია ასე ჩაიწერება:

=DISC("5.06.98","5.12.98", 800,1000, 1).

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ ფასდაკლების საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 39,89%-.

1.3.21. ფუნქცია PRICEDISC _ იმ ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულების გამოანგარიშება, რომლებისთვისაც განხორციელებულია ფასდაკლება

ამ ფუნქციით გამოითვლება იმ ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება (დაფარვის ფასი), რომლებისთვისაც განხორციელებულია ფასდაკლება.

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია:

=PRICEDISC(settlement,naturity,discount, redemption, basis),  anu

=PRICEDISC(შეძენის თარიღი, დაფარვის თარიღი, ფასდაკლება, დაფარვის ფასი, ბაზა).

ფუნქციის მნიშვნელობა გამოითვლება ფორმულით

,                                  1.28

სადაც  ფასდაკლებაა;     

 _ დაფარვის ფასი;  

 _ დღეების რაოდენობა შეძენის თარიღსა და დაფარვის თარიღს შორის;

 _ ბაზა

ამოცანა

გამოვთვალოთ  ობლიგაციის ნომინალური ღირებულება, თუ უკუპონო ობლიგაცია შეძენილია 1998 წლის 5 ივნისს, დაფარვის თარიღია 1998 წლის 5 დეკემბერი, დაფარვის ფასი 1000 ლარი, ხოლო ფასდაკლების კოეფიციენტი 0,02735.

ამოხსნა

მოცემულია შეძენის თარიღი  Settlement = 5.06.98;

     დაფარვის თარიღი Naturity = 5.12.98;

     დისკონტის კოეფიციენტი Discount  = 0,02735; 

      დაფარვის ფასი Redemption  = 1000 ლარი;

         Basis = 1.

ამ შემთხვევაში PRICEDISC ფუნქცია ასე ჩაიწერება:

=PRICEDISC("5.06.98","5.12.98",0,02735,1000, 1).

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ ობლიგაციის ნომინალური ღირებულება შეადგენს 986,29 ლარს.

2.3.20. ფუნქცია DISC _ ფასიანი ქაღალდების ფასდაკლების პროცენტის გამოანგარიშება, კუპონის პროცენტების არაპერიოდული ანაზღაურებისას

ამ ფუნქციით გამოითვლება  ფასიანი ქაღალდების ფასდაკლების პროცენტი, რომლებზეც არ ხორციელდება კუპონის პროცენტების არაპერიოდული ანაზღაურება.

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია:

=DISC(settlement, naturity,pr, redemption, basis),  ანუ

=DISC(შეძენის თარიღი, დაფარვის თარიღი, შეძენის ფასი, დაფარვის ფასი, ბაზა).

ფუნქციის მნიშვნელობა გამოითვლება ფორმულით:

სადაც  _ ფასდაკლებაა;     

 _ დაფარვის ფასი;  

 _ დღეების რაოდენობა შეძების თარიღსა და დაფარვის თარიღს შორის;

 _ ბაზა

ამოცანა

გამოვთვალოთ  ფასდაკლების საპროცენტო განაკვეთი, თუ 1998 წლის 5 ივნისს, 800 ლარად  შეძენილი უკუპონო ობლიგაციის დაფარვა მოხდა 1998 წლის 5 დეკემბერს, დაფარვის ღირებულებით 1000 ლარი.

ამოხსნა

მოცემულია შეძენის თარიღი Settlement = 5.06.98;

     დარვის რიღი Naturity = 5.12.98;

      შეძენის ფასი Pr = 800 ლარი;  

     დაფარვის ფასი Redemption  = 1000 ლარი;

     ბაზა Basis = 1.

ამ შემთხვევაში DISC ფუნქცია ასე ჩაიწერება:

=DISC("5.06.98","5.12.98", 800,1000, 1).

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ ფასდაკლების საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 39,89%-.