1.3.4. ფასიანი ქაღალდების დაფარვის მომენტში,

 ფასიანი ქაღალდების პროცენტისა და ნომინალური ფასის გაანგარიშების ფუნქციები

განვიხილოთ ფუნქციები, რომელთა საშუალებით გამოითვლება ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება და საპროცენტო განაკვეთი ფასიანი ქაღალდების დაფარვის მომენტში.

 

1.3.14. ფუნქცია YIELDMAT _ ფასიანი ქაღალდების წლიური საპროცენტო განაკვეთის გამოანგარიშება, მაშინ, როდესაც პროცენტების და ნომინალური ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება ფასიანი ქაღალდის დაფარვის დროს

ამ ფუნქციით გამოითვლება ფასიანი ქაღალდების წლიური საპროცენტო განაკვეთი, მაშინ, როდესაც პროცენტების და ნომინალური ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება ფასიანი ქაღალდის დაფარვის დროს.

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია:

=YIELDMAT(settlement,naturity,issue,rate,pr,basis), anu

=YIELDMAT(შეძენის თარიღი, დაფარვის თარიღი, გამოშვების თარიღი, საპროცენტო განაკვეთი, ფასი, ბაზა).

ამოცანა

გამოვთვალოთ წლიური საპროცენტო განაკვეთი, თუ ობლიგაცია გამოშვებული იყო 1998 წლის 5 ივნისს, კუპონის შემოსავალია 9%. ობლიგაცია შეძენილ იქნა 1999 წლის 5 თებერვალს, შეძენის კურსი 87 ლარი, დაფარვის თარიღია 2001 წლის 15 ოქტომბერი.

ამოხსნა

მოცემულია შეძენის თარიღი Settlement = 5.02.99;

    დაფარვის თარიღი Naturity =  15.10.01;

   გამოშვების თარიღი Issue = 5.06.98;

    საპროცენტო განაკვეთი Rate = 9%;

   შეძენის კურსი Pr = 87;

     ბაზა Basis = 1.

ამ შემთხვევაში ფუნქცია შემდეგნაირად ჩაიწერება:

=YIELDMAT("5.02.99","15.10.01","5.06.98",9%, 87,1).

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ წლიური საპროცენტო განაკვეთი, ობლიგაციის დაფარვის მომენტში, შეადგენს 14,86%-.

1.3.15. ფუნქცია PRICEMAT _ ფასიანი ქაღალდების იმ შეძენის კურსის გამოანგარიშება, რომლის მიხედვითაც კუპონის შემოსავლის ანაზღაურება ფასიანი ქაღალდების დაფარვისას ხორციელდება

ამ ფუნქციით გამოითვლება ფასიანი ქაღალდების შეძენის კურსი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება შემოსავლის ანაზღაურება ფასიანი ქაღალდების დაფარვის მომენტში.

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია:

=PRICEMAT(Settlement, Naturity, lssue, Rate, Yld, Basis), ანუ

=PRICEMAT(შეძენის თარიღი, დაფარვის თარიღი, გამოშვების თარიღი, საპროცენტო განაკვეთი, შემოსავალი, ბაზა).

ფუნქციის მნიშვნელობა გამოითვლება ფორმულით:

,                    1.22

 

სადაც  კუპონის ანაზღაურებათა პროცენტია;

 _ შემოსავალი(განთავსების პროცენტი);

 _ დღეების რაოდენობა გამოშვების თარიღსა და დაფარვის თარიღს შორის;

 _ გამოყენებული ბაზა დღეების რაოდენობა წელიწადში;

 _ დღეების რაოდენობა შეძენის თარიღსა და დაფარვის  თარიღს შორის;  

 _ დღეების რაოდენობა გამოშვების თარიღსა და შეძენის თარიღს შორის.   

ამოცანა

გამოვთვალოთ ობლიგაციის შეძენის კურსი, თუ ობლიგაცია გამოშვებული იყო 1998 წლის 5 ივნისს, კუპონის შემოსავალია 9%. ობლიგაცია შეძენილ იქნა 1999 წლის 5 თებერვალს, წლიური საპროცენტო განაკვეთია 15,95%, დაფარვის თარიღი 2001 წლის 15 ოქტომბერი.

ამოხსნა

მოცემულია შეძენის თარიღი Settlement = 5.02.99;

    დაფარვის თარიღი Naturity =  15.10.01;

     გამოშვების თარიღი Issue = 5.06.98;

       შემოსავლის პროცენტი Rate = 9%;

    საპროცენტო განაკვეთი YId = 15.95%;

     ბაზა Basis = 1.

ამ შემთხვევაში PRICEMAT ფუნქცია ასე ჩაიწერება:

=PRICEMAT("5.02.99","15.10.01","5.06.98",9%,5,95%)

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ ობლიგაციის დაფარვის მომენტში, შეძენის კურსი შეადგენს 85,09 ლარს.

1.3.16. ფუნქცია ACCRINTM _ კუპონის შემოსავლის სრული თანხის გამოანგარიშება ფასიანი ქაღალდების დაფარვის მომენტში

ამ ფუნქციით გამოითვლება კუპონის შემოსავლის სრული თანხა ფასიანი ქაღალდების დაფარვის მომენტში.

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია:

=ACCRINTM(issue, settlement,rate,par,basis) ანუ

=ACCRINTM(გამოშვების თარიღი, დაფარვის თარიღი, საპროცენტო განაკვეთი, ნომინალი, ბაზა).

ფუნქციის მნიშვნელობა გამოითვლება ფორმულით:

,                                                                       1.23

 

სადაც  ნომინალური ღირებულებაა

 _ კუპონის ანაზღაურების პროცენტი;   

 _ დღეების რაოდენობა გამოშვების თარიღსა და დაფარვის თარიღს შორის;  

 _ ბაზა

ამოცანა

გამოვთვალოთ კუპონის შემოსავლის სრული თანხა, თუ ობლიგაცია გამოშვებული იყო 1998 წლის 5 ივნისსშემოსავალია 9%, დაფარვის თარიღი 1998 წლის 5 დეკემბერი, ნომინალური ღირებულება 1000 ლარი.

ამოხსნა

მოცემულია გამოშვების თარიღი  Issue = 5.06.98;

     დაფარვის თარიღი Settlement = 5.12.98;

     შემოსავლის პროცენტი Rate = 9%;

      ნომინალური ღირებულება Par = 1000 ლარი;

         ბაზა Basis = 1.

ამ შემთხვევაში ACCRINTM ფუნქცია ასე ჩაიწერება:

=ACCRINTM("5.06.98","5.12.98",9%, 1000, 1).

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ ობლიგაციის დაფარვის მომენტში შემოსავლის სრული თანხა შეადგენს 45,12 ლარს.