1.3.3. ფასიანი ქაღალდების პარამეტრების გაანგარიშების ფუნქციები, რომლებისთვისაც პერიოდულად არ ხორციელდება პროცენტების ანაზღაურება

1.3.10. ფუნქცია ODDFYIELD _ ფასიანი ქაღალდების წლიური საპროცენტო განაკვეთის გამოანგარიშება კუპონების არაპერიოდული ანაზღაურებისას, მაშინ, როდესაც დარღვეულია პირველი კუპონის ანაზღაურების ვადა  

ამ ფუნქციით გამოითვლება ფასიანი ქაღალდების წლიური საპროცენტო განაკვეთი, როდესაც კუპონებით ანაზღაურება ხორციელდება არაპერიოდულად. ამასთან, დარღვეულია პირველი კუპონის ანაზღაურების ვადა (.. პირველი კუპონის ანაზღაურება ხორციელდება ობლიგაციის შეძენის თარიღზე ადრე ან გვიან).

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია:

=ODDFYIELD(settlement,naturity,issue,first_coupon,  rate,pr,redemption,freguency,basis),  ანუ

=ODDFYIELD (შეძენის თარიღი, დაფარვის თარიღი, გამოშვების თარიღი, პირველი კუპონი, საპროცენტო განაკვეთი, დაფარვის კურსი, ფასი, პერიოდულობა, ბაზა).

ამოცანა

გამოვთვალოთ ობლიგაციის წლიური საპროცენტო განაკვეთი, თუ ობლიგაცია გამოშვებული იყო 2000 წლის 5 დეკემბერს, კუპონის შემოსავალი შეადგენს 9-, შეძენილი იქნა 2001 წლის 1 მაისს, კურსით 87 ლარი. დაფარვის კურსი 100 ლარია, დაფარვის თარიღია 2002 წლის 5 მარტი. პირველი ანაზღაურების თარიღია 2001 წლის 5 სექტემბერი (დარღვეულია კუპონის ანაზღაურების ვადა).

ამოხსნა

მოცემულია შეძენის თარიღი Settlement = 1.05.01;

   დაფარვის თარიღი Naturity 5.03.02;

   გამოშვების თარიღი Issue = 5.12.00;

      პირველი ანაზღაურების თარიღი First_interest = 5.09.01;

   საპროცენტო განაკვეთი Rate = 9%;

   შეძენის კურსი Pr = 87 ლარი;

     დაფარვის კურსი Redemption = 100 ლარი;

      დაფარვის სიხშირე Frequency = 4;

      ბაზა Basis = 1.

ამ შემთხვევაში ODDFYIELD ფუნქცია  ასე ჩაიწერება:

=ODDFYIELD("1.05.01","5.03.02","5.12.00","5.09.01", 9%, 87,100,4,1).

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 26,18%-.

1.3.11. ფუნქცია ODDLYIELD _ ფასიანი ქაღალდების წლიური საპროცენტო განაკვეთის გამოანგარიშება კუპონების არაპერიოდული ანაზღაურებისას, მაშინ, როდესაც დარღვეულია ბოლო კუპონის ანაზღაურების ვადა

ამ ფუნქციით გამოითვლება ფასიანი ქაღალდების წლიური საპროცენტო განაკვეთი კუპონებით არაპერიოდული ანაზღაურებისას, როდესაც დარღვეულია ბოლო  ანაზღაურების ვადა.

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია:

=ODDLYIELD(settlement,naturity, last_interest, rate, pr,redemption,freguency,basis),  ანუ

=ODDLYIELD (შეძენის თარიღი, დაფარვის თარიღი, გამოშვების თარიღი, ბოლო ანაზღაურება, საპროცენტო განაკვეთი, ფასი, დაფარვის კურსი, პერიოდულობა, ბაზა).

ამოცანა

გამოვთვალოთ წლიური საპროცენტო განაკვეთი, თუ ობლიგაცია შეძენილია 1999 წლის 5 თებერვალს, შეძენის კურსით 87 ლარი. კუპონის შემოსავალი 9%-ია, დაფარვის კურსი 100 ლარია, დაფარვის თარიღი 2001 წლის 15 ოქტომბერი, ხოლო კუპონით პირველი  ანაზღაურების თარიღია 1998 წლის 1 აგვისტო (დარღვეულია კუპონით ანაზღაურების ვადა).

ამოხსნა

მოცემულია შეძენის თარიღი Settlement = 5.02.99;

    დაფარვის თარიღი Naturity =  15.10.01;

         პირველი ანაზღაურების თარიღი First_interest = 1.08.98;

    საპროცენტო განაკვეთი Rate = 9%;

     შეძენის კურსი Pr = 87;

    დაფარვის კურსი Redemption = 100;

     დაფარვების სიხშირე Frequency = 4;

        ბაზა Basis = 1.

ამ შემთხვევაში ODDLYIELD ფუნქცია ასე ჩაიწერება:

=ODDLYIELD("5.02.99", "15.10.01", "1.08.98",  9%,87, 100, 4,1).

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 15,11%-.

1.3.12. ფუნქცია ODDFPRICE _ ფასიანი ქაღალდების შეძენის კურსის გამოანგარიშება კუპონების არაპერიოდული ანაზღაურებისას, მაშინ, როდესაც დარღვეულია პირველი კუპონის ანაზღაურების ვადა

ამ ფუნქციით გამოითვლება ფასიანი ქაღალდების შეძენის კურსი კუპონებით არაპერიოდული ანაზღაურებისასროცა დარღვეულია პირველი კუპონით ანაზღაურების ვადა.

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია:

=ODDFPRICE(settlement, naturity, issue, first_ coupon,  rate, yId, redemption, freguency, basis),  ანუ

=ODDFPRICE(შეძენის თარიღი, დაფარვის თარიღი, გამოშვების თარიღი, პირველი დაფარვის თარიღი, წლიური საპროცენტო განაკვეთი, შემოსავალი, დაფარვის კურსი, პერიოდულობა, ბაზა).

ფუნქციის მნიშვნელობა გამოითვლება ფორმულით:

-

             ,                                                      1.21

სადაც  დაფარვის კურსია;

 _ შემოსავალი(განთავსების პროცენტი);

 _ კუპონით გადასახადების პროცენტი;

 _ კუპონით გადახდების სიხშირე;

 _ დღეების რაოდენობა, ფასიანი ქაღალდის შეძენის თარიღსა და კუპონით ანაზღაურების დაწყების თარიღს შორის;     

 _ დღეების რაოდენობა, ფასიანი ქაღალდის შეძენის თარიღსა და რიგით შემდეგი ანაზღაურების თარიღს შორის;

 _ დღეების რაოდენობა არარეგულარულად ანაზღაურებულ კუპონის თარიღსა და რიგით პირველი კუპონის ანაზღაურების თარიღს შორის;

 _ დღეების რაოდენობა, ანაზღაურებებს შორის პერიოდში;

 _ კუპონით ანაზღაურებების რაოდენობა შეძენის თარიღიდან დაფარვის თარიღამდე.

ამოცანა

გამოვთვალოთ ობლიგაციის შეძენის კურსი, თუ ობლიგაცია გამოშვებულია 1998 წლის 1 დეკემბერს. წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 21,23%-. ობლიგაცია შეძენილია 1999 წლის 1 მაისს, კუპონის შემოსავალია 9%, დაფარვის კურსი 100 ლარი, დაფარვის თარიღი 2000 წლის 1 მარტი. პირველი კუპონის ანაზღაურების თარიღია 1999 წლის 1 სექტემბერი (დარღვეულია კუპონის ანაზღაურების ვადა).

ამოხსნა

მოცემულია შეძენის თარიღი Settlement = 1.05.99;

     დაფარვის თარიღი Naturity =  1.03.00;

    გამოშვების თარიღი Issue = 1.12.98;    

    პირველი დაფარვის თარიღი First_interest= 1.09.99;

    შემოსავლის პროცენტი Rate = 9%;

    საპროცენტო განაკვეთი VId = 21,23%;

    დაფარვის კურსი Redemption = 100;   

       ანაზღაურების სიხშირე Frequency = 4;

      ბაზა Basis = 1.

ამ შემთხვევაში ODDFPRICE ფუნქცია ასე ჩაიწერება:

=ODDFPRICE("1.05.99", "1.03.00", "1.12.98", "1.09.99", 9%, 21.23%, 100, 4,1).

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ ობლიგაციის შეძენის კურსი შეადგენს 90,59 ლარს.

1.3.13. ფუნქცია ODDLPRICE _ ფასიანი ქაღალდების შეძენის კურსის გამოანგარიშება კუპონების არაპერიოდული ანაზღაურებისას, მაშინ, როდესაც დარღვეულია ბოლო კუპონის ანაზღაურების ვადა

ამ ფუნქციით გამოითვლება ფასიანი ქაღალდების შეძენის კურსი კუპონების არაპერიოდული ანაზღაურებისას, როცა დარღვეულია ბოლო კუპონის ანაზღაურების ვადა.

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია:

=ODDLPRICE(settlement, naturity, last_interest, rate, yid, redemption,freguency,basis), ანუ

=ODDLPRICE(შეძენის თარიღი, დაფარვის თარიღი, ბოლო ანაზღაურება, საპროცენტო განაკვეთი, შემოსავალი %-ში, დაფარვა, პერიოდულობა, ბაზა).

ამოცანა

გამოვთვალოთ ობლიგაციის შეძენის კურსი, თუ ობლიგაცია გამოშვებულია 1999 წლის 5 თებერვალს, კუპონის შემოსავალია 9%, დაფარვის კურსი 100 ლარი, წლიური შემოსავალი  27,78%. დაფარვის თარიღია 2001 წლის 15 ოქტომბერი. პირველი კუპონის ანაზღაურების თარიღია 1998 წლის 1 აგვისტო (დარღვეულია კუპონის ანაზღაურების ვადა).

ამოხსნა

მოცემულია შეძენის თარიღი Settlement = 5.02.99;

     დაფარვის თარიღი Naturity =  15.10.01;

  პირველი ანაზღაურების თარიღი First_interest = 1.08.98;

    შემოსავლის პროცენტი Rate = 9%;

     შემოსავალი %-ში YId = 27.78%; 

  დაფარვის კურსი Redemption = 100;

  დაფარვების სიხშირე Frequency = 4;

     ბაზა Basis = 1.

ამ შემთხვევაში ODDLPRICE ფუნქცია ასე ჩაიწერება:

=ODDLPRICE("5.02.99","15.10.01","1.08.98",9%, 27.78%,100,4,1).

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, შეძენის კურსია 69,10 ლარი.