1.3.2. ფასიანი ქაღალდების გაანგარიშების ფუნქციები, რომლებისთვისაც პროცენტების ანაზღაურება პერიოდულად ხორციელდება

 

1.3.7. ფუნქცია YIELD _ ფასიანი ქაღალდების განთავსების წლიური საპროცენტო განაკვეთის გამოანგარიშება, მაშინ, როდესაც მოცემულია კუპონის განაკვეთი, კურსთა სხვაობა შეძენის და დაფარვის კურსებს შორის

ამ ფუნქციით გამოითვლება ფასიანი ქაღალდების განთავსების წლიური საპროცენტო განაკვეთი, მაშინ, როდესაც მოცემულია კუპონის განაკვეთი და სხვაობა შეძენისა და დაფარვის კურსებს შორის.

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია:                               

=YIELD(settlement,naturity,rate,pr,redemption, frequency,basis),  ანუ

=YIELD(შეძენის თარიღი, დაფარვის თარიღი, საპროცენტო განაკვეთი, ფასი, დაფარვა, სიხშირე, ბაზა).

გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება ფასიანი ქაღალდის შეძენის თარიღიდან დაფარვის თარიღამდე კუპონით ანაზღაურების პერიოდების რაოდენობა და დაგროვებული  შემოსავალი ბოლო გადახდის თარიღიდან ფასიანი ქაღალდის შეძენის თარიღამდე.

ამოცანა

გამოვთვალოთ ობლიგაციის წლიური საპროცენტო განაკვეთი შემდეგი მონაცემებით: ობლიგაცია შეძენილია 1999 წლის 6 სექტემბერს კურსით 89 ლარი. დაფარვის კურსია 100 ლარი, დაფარვის თარიღია 2001 წლის 5 ოქტომბერიშემოსავალი 9%-ია.

ამოხსნა

მოცემულია შეძენის თარიღი Settlement = 6.09.99;

   დაფარვის თარიღი Naturity = 15.10.01;

      საპროცენტო განაკვეთი Rate = 9%;

      fasi Pr = 89 ლარი;

     დაფარვის ფასი Redemption = 100 ლარი;

     ანაზღაურების სიხშირე Frequency = 4;

      ბაზა Basis = 1.

ამ შემთხვევაში YIELD ფუნქცია შემდეგნაირად ჩაიწერება: =YIELD("6.09.99","15.10.01",89,100,4,1).

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ ობლიგაციის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 15,2%-.

1.3.8. ფუნქცია PRICE _ ფასიანი ქაღალდების შეძენის კურსის გამოანგარიშება კუპონის პროცენტების პერიოდულად ანაზღაურებისას

ამ ფუნქციით გამოითვლება ფასიანი ქაღალდების შეძენის კურსი პროცენტების პერიოდულად ანაზღაურების შემთხვევაში.

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია:

=PRICE(settlement,naturity,rate,yId,redemption, frequency,basis),  ანუ

=PRICE(შეძენის თარიღი, დაფარვის თარიღი, საპროცენტო განაკვეთი, შემოსავალი, დაფარვა, სიხშირე, ბაზა).

ფუნქციის მნიშვნელობა გამოითვლება ფორმულით: 

                                        1.19

  სადაც არის კურსი დაფარვის მომენტში;

_ წლიური საპროცენტო განაკვეთი(შემოსავალი);

_ საპროცენტო განაკვეთი;

 _ გადასახადების სიხშირე;

 _ დაფარვების რაოდენობა შეძენის თარიღსა და დაფარვის თარიღს შორის;

 _ დღეთა რაოდენობა შეძენის თარიღსა და დაფარვის თარიღს შორის;

 _ დღეთა რაოდენობა კუპონით ანაზღაურების  პერიოდში;

 _ დღეთა რაოდენობა შეძენის დღიდან კუპონით ანაზღაურების დასაწყისამდე.

 

1.19 ფორმულაში პირველი შესაკრები გვიჩვენებს შეძენის მომენტში ფასიანი ქაღალდის დისკონტირებულ ფასს. მეორე შესაკრებისაერთო ჯამურ შემოსავალს შეძენის თარიღიდან დაფარვის თარიღამდე. მესამე შესაკრები (მინუს ნიშნით) გვიჩვენებს შემოსავალს უკანასკნელად განხორციელებულ  ანაზღაურების თარიღიდან და შეძენის თარიღამდე.

ამოცანა

გამოვთვალოთ ობლიგაციის შეძენის კურსი შეძენის მომენტში, თუ ობლიგაცია შეძენილია 1999 წლის 6 სექტემბერს 16%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთით. დაფარვის კურსია 100 ლარი, დაფარვის თარიღია 2001 წლის 15 ოქტომბერიშემოსავალი 9%-ია.

ამოხსნა

მოცემულია _ შეძენის თარიღი Settlement = 6.09.99;

   დაფარვის თარიღი Naturity = 15.10.01;

      საპროცენტო განაკვეთი Rate = 9%;

      შემოსავალი YId = 16%;

      დაფარვის ფასი Redemption = 100 ლარი;

      ანაზღაურების სიხშირე Frequency = 4;   

       ბაზა Basis = 1.

ამ შემთხვევაში PRICE ფუნქცია შემდეგნაირად ჩაიწერება: =PRICE("6.09.99","15.10.01",9%,16%,100,4,1).

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ შეძენის მომენტში ობლიგაციის კურსი შეადგენდა 87,7 ლარს.

1.3.9. ფუნქცია ACCRINT _ ფასიანი ქაღალდების შეძენის თარიღისთვის დაგროვებული კუპონის შემოსავლის გამოანგარიშება

ამ ფუნქციით გამოითვლება, ფასიანი ქაღალდების შეძენის თარიღისთვის დაგროვებული, კუპონის შემოსავალი.

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია:

=ACCRINT(issue, first_interest, settlement, rate, par, frequency, basis), ანუ

=ACCRINT (გამოშვების თარიღი, პირველი ანაზღაურების თარიღი,შეძენის თარიღი, საპროცენტო განაკვეთი, ნომინალი, პერიოდულობა, ბაზა).

ფუნქციის მნიშვნელობა გამოიანგარიშება ფორმულით:

                                                            1.20

 სადაც ობლიგაციის ნომინალური ფასია;

_ კუპონის საპროცენტო განაკვეთი;

 _ კუპონით ანაზღაურების სიხშირე;

 _ შეძენისა და დაფარვის თარიღებს შორის ანაზღაურებების რაოდენობა;

 _ შეძენისა და დაფარვის თარიღებს შორის დღეების რაოდენობა;

_ დღეების რაოდენობა შეძენის დღიდან კუპონით ანაზღაურების დასაწყისამდე.

ამოცანა

გამოვთვალოთ კუპონის დაგროვებული შემოსავალი ობლიგაციის შეძენის მომენტისათვის, თუ ობლიგაცია გამოშვებულია 1999 წლის 5 მაისს, შეძენილია 1999 წლის 6 სექტემბერს. დაფარვის კურსია 100 ლარიშემოსავალი 9%-ია, ხოლო პირველი კუპონის ანაზღაურების თარიღია 1999 წლის 5 აგვისტო.

ამოხსნა

მოცემულია გამოშვების თარიღი Issue = 5.05.99;

     პირველი ანაზღაურების თარიღი

          First_interest = 5.08.99;

     შეძენის თარიღი Settlement = 6.09.99;

          საპროცენტო განაკვეთი Rate = 9%;

     ნომინალური ღირებულება Par = 100 ლარი;

     ანაზღაურების პერიოდულობა Frequency = 4;

          ბაზა Basis = 1.

ამ ამოცანისათვის ACCRINT ფუნქცია ასე ჩაიწერება: =ACCRINT("5.05.99","5.08.99","6.09.99",9%,100,4,1).

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ ობლიგაციის შეძენის მომენტისათვის დაგროვებული შემოსავალი შეადგენს 3,03 ლარს.