1.3.1. ფასიანი ქაღალდების დროითი პარამეტრების გაანგარიშების ფუნქციები

ფუნქცია COUPDAYS _ კუპონების ანაზღაურების პერიოდში დღეების რაოდენობის გამოანგარიშება

ამ ფუნქციის საშუალებით გამოითვლება დღეების რაოდენობა კუპონებით ანაზღაურების პერიოდში.

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია:

=COUPDAYS(settlement,naturity,frequency,basis),  ანუ

=COUPDAYS (შეძენის თარიღი, დაფარვის თარიღი, კუპონით ანაზღაურების პერიოდულობა, ბაზა).

არგუმენტს ანაზღაურების პერიოდულობა შეიძლება ჰქონდეს ერთ-ერთი შემდეგი მნიშვნელობებიდან:

1 _ ანაზღაურება ხდება წელიწადში ერთხელ;

2 _ წელიწადში ორჯერ;

4 _ წელიწადში ოთხჯერ.

ამოცანა

გამოვთვალოთ დღეების რაოდენობა კუპონებით ანაზღაურებებს შორის, თუ ობლიგაცია შეძენილია 2001 წლის 15 სექტემბერს, ხოლო მისი დაფარვის თარიღია 2002 წლის 1 მარტი. კუპონებით ანაზღაურება ხორციელდება  წელიწადში 4-ჯერ. ბაზა ღებულობს 1-ის ტოლ მნიშვნელობას.

ამოხსნა

მოცემულია შეძენის თარიღი Settlement = 15.09.01;

  დაფარვის თარიღი Naturity = 01.03.02;

    ანაზღაურების პერიოდულობა Frequency = 4;

     ბაზა Basis = 1.

ამ შემთხვევაში COUPDAYS ფუნქცია შემდეგნაირად ჩაიწერება=COUPDAYS("15.09.01","01.03.02",4,1).

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ ანაზღაურებებს შორის დღეების რაოდენობა 19-ის ტოლია.

ფუნქცია  COUPNUM _ ასანაზღაურებული კუპონების რაოდენობის გამოანგარიშება ფასიანი ქაღალდის შეძენისა და დაფარვის თარიღებს შორის

ამ ფუნქციით გამოითვლება კუპონების რაოდენობა, რომელიც შეიძლება ანაზღაურ  ფასიანი ქაღალდის შეძენისა და ქაღალდის დაფარვის თარიღს შორის.

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია:

=COUPNUM(settlement,naturity,frequency,basis) .

ამოცანა

გამოვთვალოთ კუპონებით ანაზღაურების რაოდენობა, თუ ობლიგაცია შეძენილია 2001 წლის 15 სექტემბერს, ხოლო მისი დაფარვის თარიღია 2002 წლის 1 მარტი. კუპონებით ანაზღაურება ხორციელდება წელიწადში 4-ჯერ. ბაზა ღებულობს 1-ის ტოლ მნიშვნელობას..

ამოხსნა

მოცემულია შეძენის თარიღი Settlement = 15.09.01;

     დაფარვის თარიღი Naturity = 01.03.02;

     ანაზღაურების პერიოდულობა Frequency = 4;

     ბაზა Basis = 1.

ამ შემთხვევაში COUPNUM ფუნქცია ასე ჩაიწერება: =COUPNUM("15.09.01","01.03.02",4,1).

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ განხილულ პერიოდში ანაზღაურება განხორციელდება 2-ჯერ.

ფუნქცია COUPPCD _ ობლიგაციის შეძენის თარიღის წინ იმ უახლოესი თარიღის გამოანგარიშება, როდესაც  კუპონი განაღდ

ამ ფუნქციით გამოითვლება ობლიგაციის შეძენის თარიღის წინა უხლოესი თარიღი, როდესაც მოხდა კუპონით ანაზღაურება (ობლიგაციის განაღდება).

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია:

=COUPPCD(settlement,naturity,frequency,basis).

ამოცანა

დავადგინოთ ფასიანი ქაღალდის შეძენამდე კუპონით ბოლო ანაზღაურების თარიღი, თუ ობლიგაცია შეძენილია 2001 წლის 15 სექტემბერს, ხოლო მისი დაფარვის თარიღია 2002 წლის 1 მარტი. კუპონებით ანაზღაურება ხორციელდება წელიწადში 4-ჯერ. ბაზა ღებულობს 1-ის ტოლ მნიშვნელობას.

ამოხსნა

მოცემულია შეძენის თარიღი Settlement = 15.09.01;

     დაფარვის თარიღი Naturity = 01.03.02;

     ანაზღაურების პერიოდულობა Frequency = 4;

     ბაზა Basis = 1.

ამ შემთხვევაში COUPPCD ფუნქცია ასე ჩაიწერება: =COUPPCD("15.09.01","01.03.02",4,1).

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ ბოლო ანაზღაურება განხორციელებულა 2001 წლის 1 სექტემბერს. შევნიშნოთ, რომ თარიღი მიიღება რიცხვით ფორმატში სერიული ნომრის სახით 37135, რომლის თარიღის ფორმატში გადაყვანის შემდეგ მივიღებთ 01.09.01. 

ფუნქცია COUPDAYBS _ დღეების რაოდენობის გამოანგარიშება ფასიანი ქაღალდის შეძენის თარიღის წინ უახლოესი თარიღისა, როდესაც მოხდა კუპონის განაღდება, და შეძენის თარიღს შორის

ამ ფუნქციით გამოითვლება დღეების რაოდენობა, ფასიანი ქაღალდის (ობლიგაციის) შეძენამდე კუპონით ბოლო ანაზღაურების თარიღსა და შეძენის თარიღს შორის.

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია:

=COUPDAYBS(settlement;naturity;frequency;basis)

ამოცანა

დავადგინოთ დღეების რაოდენობა ობლიგაციის შეძენამდე კუპონით ბოლო ანაზღაურების თარიღსა და შეძენის თარიღს შორის, თუ ობლიგაცია შეძენილია 2001 წლის 15 სექტემბერს, ხოლო მისი დაფარვის თარიღია 2002 წლის 1 მარტი. კუპონებით ანაზღაურება ხორციელდება წელიწადში 4-ჯერ. ბაზა ღებულობს 1-ის ტოლ მნიშვნელობას.

ამოხსნა

მოცემულია შეძენის თარიღი Settlement = 15.09.01;

   დაფარვის თარიღი Naturity = 01.03.02;

     ანაზღაურების პერიოდულობა Frequency = 4;

        ბაზა Basis = 1.

ამ შემთხვევაში COUPDAYBS ფუნქცია ასე ჩაიწერება: =COUPDAYBS("15.09.01","01.03.02",4,1).

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ დღეების რაოდენობაა 14. .. ობლიგაციის მყიდველი დამატებით მიიღებს 14 დღის განმავლობაში დაგროვებულ შემოსავალს.

 

ფუნქცია COUPNCD _ ობლიგაციის შეძენის თარიღის შემდეგ კუპონის უახლოესი ანაზღაურების თარიღის გამოანგარიშება,. . შეძენის თარიღის შემდეგ როდის დადგება კუპონის ანაზღაურების თარიღი

ამ ფუნქციით გამოითვლება ობლიგაციის შეძენის შემდეგ კუპონით პირველი ანაზღაურების თარიღი.

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია:

=COUPNCD(settlement,naturity,frequency,basis).

ამოცანა

დავადგინოთ, როდის მივიღებთ შეძენილ ობლიგაციაზე კუპონით პირველ შემოსავალს, თუ ობლიგაცია შეძენილია 2001 წლის 15 სექტემბერს, ხოლო მისი დაფარვის თარიღია 2002 წლის 1 მარტი. კუპონებით ანაზღაურება ხორციელდება წელიწადში 4-ჯერ. ბაზა ღებულობს 1-ის ტოლ მნიშვნელობას.

ამოხსნა

მოცემულია შეძენის თარიღი Settlement = 15.09.01;

     დაფარვის თარიღი Naturity = 01.03.02;

         ანაზღაურების პერიოდულობა Frequency = 4;

         ბაზა Basis = 1.

ამ შემთხვევაში COUPNCD ფუნქცია ასე ჩაიწერება: =COUPNCD("15.09.01","01.03.02",4,1).

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ ობლიგაციის შეძენის შემდეგ პირველი ანაზღაურება არ განხორციელდება 2001 წლის 1 დეკემბრამდე. შევნიშნოთ, რომ თარიღი მიიღება რიცხვით ფორმატში სერიული ნომრის სახით 37226, რომლის თარიღის ფორმატში გადაყვანის შემდეგ მივიღებთ 01.12.01, .. ანაზღაურება არ მოხდება 2001 წლის 1 დეკემბერზე ადრე.

ფუნქცია COUPDAYSNC _ დღეების რაოდენობის გამოანგარიშება ობლიგაციის შეძენის თარიღის წინ უახლოეს თარიღსა, როდესაც მოხდა კუპონის განაღდება, და შეძენის თარიღს შორის

ამ ფუნქციით გამოითვლება დღეების რაოდენობა ობლიგაციის შეძენის თარიღის შემდეგ კუპონის  პირველი ანაზღაურების თარიღამდე.

ფუნქციის ჩაწერის სინტაქსი ასეთია:

=COUPDAYSNC(settlement,naturity,frequency,basis).

ამოცანა

დავადგინოთ დღეების რაოდენობა ობლიგაციის შეძენის თარიღიდან კუპონით  პირველი ანაზღაურების თარიღამდე, თუ ობლიგაცია შეძენილია 2001 წლის 15 სექტემბერს, ხოლო მისი დაფარვის თარიღია 2002 წლის 1 მარტი. კუპონებით ანაზღაურება ხორციელდება წელიწადში 4-ჯერ. ბაზა ღებულობს 1-ის ტოლ მნიშვნელობას.

ამოხსნა

მოცემულია შეძენის თარიღი Settlement = 15.09.01;

   დაფარვის თარიღი Naturity = 01.03.02;

     ანაზღაურების პერიოდულობა Frequency = 4;

     ბაზა Basis = 1.

ამ შემთხვევაში COUPDAYSNC ფუნქცია ასე ჩაიწერება: =COUPDAYSNC("15.09.01","01.03.02",4,1).

ამოხსნის შედეგად მივიღებთ, რომ ობლიგაციის შეძენის  თარიღიდან კუპონით პირველი ანაზღაურების თარიღამდე 77 დღეა.