$2.2.  ამორტიზაციის  გაანგარიშების ფუნქციები

ამორტიზაციის გაანგარიშების ფუნქციებში გამოყენებული აღნიშვნების ინტერპრეტაცია და შინაარსობრივი დატვირთვა მოცემულია 1.2 ცხრილში

 

ცხრილი 1.2

აღნიშვნა

შინაარსი

cost

ძირითადი საშუალების საბალანსო ღირებულება

Salvage

ძირითადი საშუალების სალიკვიდაციო ღირებულება

Life

ძირითადი საშუალების ექსპლუატაციის ვადა (ტექნიკური დოკუმენტაციის მონაცემებით)

Per

ძირითადი საშუალების ექსპლუატაციაში ყოფნის ვადის რიგითი ნომერი

Start_Period

პერიოდის რიგითი ნომერი, რომელიც გვიჩვენებს, რომელი პერიოდიდან გვსურს გამოვთვალოთ ძირითადი საშუალების ამორტიზაციის თანხა

End_Period

პერიოდის რიგითი ნომერი, რომელიც გვიჩვენებს, რომელ პერიოდამდე გვსურს გამოვთვალოთ ძირითადი საშუალების ამორტიზაციის თანხა

Facfactor

აჩქარებული ამორტიზაციის კოეფიციენტი. უმრავლეს შემთხვევაში იგი 2-ის ტოლია

No_ Switch

თუ=1, მაშინ ფუნქციის მნიშვნელობა გამოითვლება არათანაბარი განაწილების .. ნაშთის კლებადობის მეთოდით, თუ=0 ან გამოტოვებულია, მაშინ ფუნქციის მნიშვნელობა გამოითვლება თანაბარი განაწილების მეთოდით

განვიხილოთ ამორტიზაციის გაანგარიშების რამდენიმე, ფართოდ გამოყენებული, ფუნქცია.