$1.1. კომერციული საქმიანობის ანალიზთან დაკავშირებული ფუნქციები Excel-ში არსებული კომერციული საქმიანობის ანალიზთან დაკავშირებული ფუნქციების გაანგარიშების საფუძველია შემდეგი ზოგადი ფორმულა:
ამ ფორმულიდან მიიღება ფორმულები, რომლებსაც გამოვიყენებთ ფუნქციებში: FV, PV, NPER, PMT, RATE. ამ ფუნქციების ჩაწერის ზოგადი (სინტაქსური) წესი ასეთია: =FV(Rate,Nper,Pmt,PV,Type). 1.1-ში გამოყენებული აღნიშვნების ინტერპრეტაცია და მათი შინაარსობრივი დატვირთვა მოცემულია ცხრილში 1.1. |
||||||||||||||||
ცხრილი 1.1
ნებისმიერი ფუნქციის გამოძახება Excel 2003-ში შემდეგნაირად ხორციელდება: · ვირჩევთ ბრძანებას Function მენიუდან Insert. მონიტორის ეკრანზე გამოვა დიალოგური ფანჯარა Paste Function /სურ. 1.1/. მის ველში, Function Category, მოვნიშნოთ სტრიქონი Financial, ხოლო ველში Function name _ ფუნქციის სახელი FV; · ვაჭერთ ღილაკს OK. ეკრანზე გამოვა დიალოგური ფანჯარა/სურ. 1.2/. ფუნქციის გამოძახება აგრეთვე შეიძლება ინსტრუმენტულ პანელზე არსებული ღილაკით. |
||||||||||||||||
![]()
სურ. 1.1. დიალოგური ფანჯარა ფუნქციის გამოსაძახებლად. მონიშნულია Financial და FV |
||||||||||||||||
![]() სურ. 1.2. დიალოგური ფანჯარა გამოძახებული ფუნქციის საშუალებით ამოცანის ამოსახსნელად |
||||||||||||||||
დიალოგური ფანჯრის შესაბამის ველებში, მონაცემების ჩაწერის ან უჯრის მისამართის (რომლის მნიშვნელობა რიცხვია) მითითების და OK ღილაკზე დაჭერის შემდეგ, შედეგი ჩაიწერება იმ უჯრაში, რომელიც ფუნქციის გამოძახებამდე იყო მითითებული (გააქტიურებული). Excel 2007-ში ფუნქცია შემდეგნაირად გამოიძახება: · მენიუთა სტრიქონში ვაწკაპუნებთ დასახელებაზე Formulas. გამოვა ინსტრუმენტული პანელი ღილაკებით, რომელშიც ვაწკაპუნებთ Inset Function-ზე; · გამოვა ფანჯარა. ველში Or select a category ვარჩევთ ფუნქციათა ჯგუფს (ჩვენს შემთხვევაში Financial), ხოლო სიიდან Select a function ვარჩევთ ერთ-ერთ ფუნქციას და მასზედ ვაწკაპუნებთ/სურ. 1.3/. |
||||||||||||||||
![]() სურ. 1.3. Excel 2007-ში გამოძახებული ფანჯარა |